კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა არ ეთანხმება იმ ხალხის აზრს, რომლებიც თვლიან, რომ პრიმერა დივიზიონი უფრო და უფრო უინტერესო ხდება, რადგან “ბლაუგრანას” და მადრიდის “რეალს” წინააღმდეგობას ვერავინ უწევს.
“არ არის მართალი ის ფაქტი, რომ ესპანეთის ჩემპიონატი მხოლოდ ორი გუნდისთვისაა. დანარჩენი კლუბებიც კარგად თამაშობენ და ბრძოლობენ წარმატების მისაღწევად. ორი ტურის წინ, ჩვენ “სოსიედადთან” დავკარგეთ ქულები. წინა ტურში კი “რეალმა” წააგო “ლევანტესთან”. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პრიმერა დივიზიონის მაღალ დონეზე და ადასტურებს, თუ როგორი სულისკვეთებით თამაშობს ყველა.” –ციტირებს ალკანტარას სიტყვებს AFP.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი სამი ტურის შემდეგ, “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” 15 გოლი გაიტანეს, ხოლო “თეთრებმა” 10–ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება.



