workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – 2022 წლის საუკეთესო გუნდი ტოპ 5 ჩემპიონატში

ბარსელონა – 2022 წლის საუკეთესო გუნდი ტოპ 5 ჩემპიონატში

2022/23 წლების საკლუბო სეზონის პირველი ნაწილი დასრულდა. ახლა ნაკრებების ჯერია, ასევე 2022 წლის შეჯამებისაც.

2022 წელი, ისევე, როგორც წინა რამდენიმე, “ბარსელონასთვის” რთული გამოდგა. ამის გათვალისწინებით გასაკვირი და ცოტათი დაუჯერებელიც კია, რომ კატალონიური გუნდი ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემში ლიდერობს.

ჩავის გუნდმა 2022 წელს ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული თამაშების 76.47% მოიგო. რამდენად მაღალია ეს მაჩვენებელი? ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

სასიხარულოა, რომ მე-2 ადგილზე “პარი სენ-ჟერმენთან” იყოფს “ნაპოლი”, რომლის ამ წარმატებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.

ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში 2022 წელს მოგებული თამაშების მხრივ საუკეთესო კლუბები:

  1. ბარსელონა (76.47%)
  2. ნაპოლი (73.53%)
  3. პსჟ (73.53%)
  4. მანჩესტერ სიტი (71.88%)
  5. არსენალი (69.7%)
  6. რეალ მადრიდი (69.7%)
  7. მილანი (67.62%)
  8. ლივერპული (66.67%)
  9. ბაიერნი (62.5%)
  10. ლანსი (61.76%)
  11. ინტერი  (61.76%)

“ბარსელონას” ეს შედეგი კლუბისთვის საუკეთესოა 2017 წლის შემდეგ. 5 წლის წინ “ბლაუგრანამ” თამაშების 82.05% მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 15 ნოე 2022, 17:29

    ხოო, ეტყობა მთლიანად წლის შედეგები იგულისხმეს, კი გამიკვირდა სიტის როგორ აქვს მეთქი არსენალზე მეტი მოგება როცა არსენალი უპირობოდ ლიდერობს.

  • me da barca
    schedule 14 ნოე 2022, 20:44

    პირველ ადგილოსანი მე-11 ადგილოსანს, რომ ვერ მოუგებ 2 მცდელობიდან, მე-9 ადგილოსანი ბურთს, რომ დაგიმალავს და მე-6 ადგილოსანი უშანსოდ მოგიგებს. ჭე კლასის გუნდებთან დაგროვებული ქულები რას მოგვიტანს სტატისტიკის გარდა.