Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ვილიარეალის” ორ ფეხბურთელს – ხორხე კუენკასა და ხუან ფოიტს აკვირდება.
წყაროს ცნობით, “ბარსას” სპორტული მენეჯმენტის წევრი “ვილიარეალსა” და “ესპანიოლს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, რათა მათი თამაში ენახა.
ფოიტი “ბარსელონას” რადარზე გასულ ზაფხულშიც იყო, თუმცა შემდეგ არგენტინელმა მარჯვენა მცველმა ტრავმა მიიღო და ტრანსფერი ჩაიშალა.
რაც შეეხება კუენკას – ის კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელია: 22 წლის ცენტრალური მცველს “ბარსა ატლეტიკში” 3 სეზონი აქვს გატარებული.

რაღას უშვებ, ენდე, მიეცი დრო და დააკვირდი
კიდევ კარგი ბალდეც არ მოიშორა და დააკვირდა.
ე ბიჯო, აგერ არ იყო კუენკა?!
რაღას უშვებ, ენდე, მიეცი დრო და დააკვირდი