მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონ ანდრეს ლამანჩელი   (ნაწილი II)

დონ ანდრეს ლამანჩელი (ნაწილი II)

გთავაზობთ სტატიის მეორე ნაწილს ინიესტაზე, რომლის პირველი ნაწილის ნახვა ადვილად შეგიძლიათ ჩვენ საიტზე. მაშ ასე,  პატარა ანდრესმა თავდაჯერებულად გამოუცხადა მამას: “მამა დარეკე ბარსელონაში”.  

  და მამამაც დარეკა…

   ეროსკის პრემია, რომლიც ინიესტას ხვდა წილად, როგორც ახალგაზრდული ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, შეიცავდა საგზურს გასართობ პარკში “პორტ–ავენტურა”. მამა–შვილი ერთად გაემგზავრა ტარაგონაში და ტორტ ბენაჟსაც შეხვდა “ლა მასიაში”.

    “ჩვენდავინახეთ შენობა და საფეხბურთო მოედნები. ხალხმა, რომელიც მამაჩემს ესაუბრებოდა, ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, შეუძლებელი იყო უარის თქმა.  თუმცა მაშინ ბავშვი ვიყავი და ვიცოდი სახლის გარეშე ძალიან გამიჭრდებოდა. ჩვენს წინაშე ორი კარი გაიღო: ან დარჩენა, ან დაბრუნება 1 წლის შედეგ”.

ანდრესს იმ წელსვე არ უნდოდა კატალონიაში დარჩენა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა გამხდარიყო “ლა მასიას” სრულუფლებიანი წევრი. იმ დღიდან, მისმა ოცნებამ ფრთების შესხმა დაიწყო..

    “მე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ხშირად ველაპარაკებოდი მშობლებს და გადავწყვიტე წავსულიყავი. როცა ეს ვთქვი, მივხვდი ჩემი ოცნების შესასრულებლად რაიმე უნდა დამეთმო, ამ დროს ეს რაიმე ჩემი მშობლიური სახლი იყო. როცა საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი, ძალიან ცოტა სათამაშო დრო მქონდა, თუმცა ბევრს ვვარჯიშობდი, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ როცა თანხმობა  ვთქვი “ბარსელონაში” წასვლაზე, უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი მქონდა. ვიფიქრე: ან ახლა, ან არასოდეს”

    გზა ბარსელონასკენ ჯოჯოხეთად იქცა. მუქი–ლურჯი “ფორდ ორიონი” ასე შორს ჯერ არასდროს წასულა. მანქანაში იყვნენ:  მშობლები, ბაბუა და ბიჭი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მისი თვალები მთელი მგზავრობის განმავლობაში ერთ ადგილს იყო მიშტერებული…

    “ცოტა ხნით სასადილოში შევედით, რომ წაგვეხემსა. ერთი ნაჭერიც ვერ შევჭამე. დედაჩემი გაუჩერებლად ტიროდა, მამასაც დაეკარგა მადა, ყველა ცდილობდა გავემხნევებინე, თუმცა მაინც ლუკმა არ გადამდიოდა პირში. თეფშსაც კი ვერ ვუყურებდი”.

   “პირველი, ვინც “ლა მასიაში” დავინახე, ხუან ფარესი იყო – სკოლის დირექტორი.მან ახალგაზრდული გუნდის მეკარე,  ხოსე გამაცნო. იგი სიმაღლეში 2 მეტრამდე იყო და მან მთელი სკოლა დამათვალიერებინა. დავდიოდი და ვფიქრობდი: ” ღმერთო ჩემო!”. სადილზე წავედით, თუმცა ცრემლებს ვერ ვიკავებდი… მეორე დღეს ვარჯიშზე წავედი, მშობლებმა გამაცილეს და მითხრეს: “შაბათ–კვირას გელოდებით”. როცა სკოლიდან გამოვედი, ისინი უკვე წასულიყვნენ, ეს ერთადერთი გზა იყო ჩემთვის კიდევ უფრო დიდი ტანჯვის ასარიდებლად. მე, რა თქმა უნდა, ისევ ავტირდი, თუმცა ისინი რომ დარჩენილიყვნენ, უარესი იქნებოდა”.

      მშობლები ანდრესთან შაბათს მოდიოდნენ, მასთან ერთად ატარებდნენ შაბათ–კვირას და კვლავ მიდიოდნენ. იმ დროს, როცა მშობლები არ მოდიოდნენ, ანდრესი დროს ბენაჟის სახლში ატარებდა. უყურებდა ფილმებს, საფეხბურთო მატჩებს ან მასთან ერთად სეირნობდა. ეს ხდებოდა იქამდე, სანამ ერთ კვირა საღამოს შემთხვევით არ მოხვდა მასზე ასაკით უფროს ბიჭებთან ერთად. სწორედ იქ გაიცნო მან ვიქტორ ვალდესი, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.

    “ახლა ყველა ბავშვი ახალგაზრდულ ასაკში ხვდება აკადემიაში, თუმცა მაშინ მე და ტროიტერიო ძალიან პატარები ვიყავით. ვიქტორმა ჩვენზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო.”

    ბენაჟი იხსენებს: “ხანდახან ვფიქრობდი, გაუძლებს კი ანდრესი? მე ძალინ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს ვიცნობდი, რომლებმაც ამ წნეხს ვერ გაუძლეს. ანდრესი იდეალური იყო “ბარსასთვის” – მისი აზროვნებიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე. მან ყველაფერი თვითონ შეძლო, გადაიტანა ურთულესი ეტაპი ცხოვრებისა და დაიწყო გზის გაკაფვა დიდებისკენ”.

      ეს წარმატება მთლიანად ინიესტას დამსახურებაა. მისი კარიერის დასაწყისში,  “ბარსელონაში” იყო ორაზროვანი დამოკიდებულება მის მიმართ. ეს  არამარტო “ბარსაში” ხდებოდა, არამედ ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც ხშირად იყო კითხვა: ვინ ვათამაშოთ? ხოაკინი თუ ინიესტა? მას არ ჰყავდა მწვრთნელი, რომელიც კლუბის გადაწყვეტილებებზე მოახდენდა გავლენას, ლორენცო სერა ფერერმა და ლუი ვან გაალმა გულშემატკივართა ნდობა ვერ დაიმსახურეს, რაიკაარდი კი მას იშვიათად ენდობოდა,  იგი სათადარიგო სკამის ფეხბურთელად ითვლებოდა. მან რთული გზა განვლო, თუმცა მაინც მოთმინებით ელოდა თავისი დროის დადგომას.

და ეს დროც დადგა…

 

II ნაწილის დასასრული….

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში