გუშინ ჩავი ერნანდესმა თავის ფავორიტ რესტორან “სან ფერანში” გუნდის შეკრიბა და ერთიანი ვახშამი მოაწყო.
თავდაპირველი ინფორმაციით, მწვრთნელის მიზანი იყო, ფეხბურთელები ერთმანეთთან კიდევ უფრო დაეახლოვებინაა და გასახდელ ოთახში ატმოსფერო გაეუმჯობესებინა.
ახლა კი, ელენა კონდისის ცნობებით, გუშინდელი ვახშამი სწორედ ჟერარ პიკეს გამოსამშვიდობებლად შედგა. ჩავი ერთ-ერთი იყო, რომელმაც კაპიტნის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, რის გამოც ლეგენდას ასე დაემშვიდობა.
35 წლის ფეხბურთელზე საფეხბურთო პრობლემებმა და მედიამ ძალიან იმოქმედა. ამასთან, ჟერარი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტაზე ნაწყენია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჯაროდ თქმა არ სურს.
პიკე კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას “ბარსას” არ გამოართმევს და გუნდს იანვარში დატოვებს. შაბათს, “ალმერიასთან” გასამართი მატჩი მისთვის “კამპ ნოუზე” ბოლო იქნება.
ჟერარმა “ბარსელონას” პირველ გუნდში 15 წელი გაატარა და ყველაფერი მოიგო. მის ანგარიშზე 615 მატჩი, 53 გოლი და 15 ასისტია. დღეს ლეგენდამ კარიერის დასრულების შესახებ გვამცნო.

რას ვიზამთ ყველაფერ კარგს აქვს დასასრული. მესის წასვლა მოვინელეთ და არა მგონია პიკე უფრო მომენატროს.
ფეხბურთზე ადრიანად აიღე ხელი მარა მაინც ნიჩიო, იმიტორო გვახსოვს წლები როცა მართლა იცავდი ბარსას საჯარიმოს. დროა ფინალებიდან წაღებული ბადეებით რამე საინტერესო მოქსოვო😇🤗 და კიდევ, ბერნაბეუზე ყოველთვის ემახსოვრებათ 🖐️
ისე მესის კარიერაში ბოლო თამაში უნდა იყოს ბარსა-არგენტინა ამხანაგური, პირველ ტაიმში ბარსას მაისურით და მეორე ტაიმში არგენტინის, თვითონ აქ ნათქვამი ასე მინდა წასვლაო
ყველა წავიდა. ერთი ბუსკეცი დარჩა იმ გუნდიდან და ისიც წავა. დასრულდა კარგი დრო. რო ჩაუღრმავდე ამ წასვლებს ძაან სევდიანია მართლა
2 კვირის უკან შაკირას უტრიალებდით და ეხლა გახდა ლეგენდა?
ოო აი ეს მესმის! ლამაზია
აბა უნდა ამოვტენოთ ალმერია და ლამაზად გავაცილოთ.უნდა გაივსოს სტადიონი.
მე მგონი სეზონის ბოლოს, ესდა ბუსი ერტად, ამხანაგურ მატჩში, ბარსელონა-არგენტინის ნაკრების მატჩით დაემშვიდობებიან გუნდს, კამპ ნოუზე, 99.975 მაყურებლის წინაშე
ეს კაცი კამპ ნოუზე უნდა გააცილონ ბოლო თამაშში, როგორც დანი ისე