როგორც ვიცით ”ბარსას” ახალი სამიზნე ამ დროისთვის, ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარია. მაგრამ ის მოლაპარაკებებს ”რეალთან” აწარმოებს.
ასევე ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ვითომ და ნეიმარმა უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და ის ”ბარსაში” გადავიდა. ეს მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. ”სანტოსი” სავარაუდოდ ფეხბურთელს ”რეალში” გაუშვებს. თავიდან ნეიმარი ”ბარსაში” გადასვლასაც არ უარყობდა, მაგრამ აქ ყველაფერი ფულის ფაქტორია. ”რეალი” ნეიმარში გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე ”ბარსელონა”.
წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია. ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს. ფაქტი ის არის, რომ ნეიმარით ორი ესპანირი გრანდია დაინტერესებული.



