”ბარსელონას” ახალწვეულმა, სესკ ფაბრეგასმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარა ”არსენალის” შესახებ.
”მე მსურს ვიყო იმ კლუბის ფეხბურთელი, რომელიც წლიდან წლამდე დიდი ტიტულების მოგების მსურველი იქნება. ”არსენალის” მომავალში ასეთ რამეს ვერ ვხედავ. ჯერ კიდევ მაქვს ”არსენალის” მიმართ თბილი გრძნობები, მაგრამ ვშიშობ, რომ ისინი ინგლისის ტოპ-კლუბებთან ბრძოლას ვეღარ შეძლებენ” – განაცხადა ფაბრეგასმა ”Sport Magazine”-თან ინტერვიუში.
”არ მგონია, რომ ”არსენალი” მოახერხებს ”მანჩესტერ იუნაიტედზე”, ”მან სიტიზე” და ”ჩელსიზე” გადასწრებას სეზონის ბოლოს. ამ გუნდების ფეხბურთელებს შორის დიდი სხვაობაა. მესმის, რომ ”არსენალს” არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორც სხვა კლუბებს. მე მივიღე წასვლის გადაწყვეტილება, რადგან ვერ ვხედავ, თუ როგორ შეიძლება მოიგოს ”არსენალმა” ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ-ლიგა უახლოეს მომავალში” – დაასრულა სესკმა.



