ესპანური ’’ბარსელონას’’ სპორტულმა დირექტორმა, ანტონი სუბისარეტამ მწუხარება გამოთქვა გუნდის ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ’’მილანთან’’ მიღებული ტრამვის გამო, გადმოგვცემს Sport.es
შეგახსენებთ, რომ ინიესტას მარჯვენა ფეხის კუნთი დაეჭიმა ’’მილანთან’’ მატჩში.
’’ინიესტას ტრავმა ძალიან ცუდია ჩვენთვის, მაგრამ საბედნიეროდ გვყავს მისი შემცვლელი ფეხბურთელები’’ – განაცხადა სუბიმ.
