“ბარსელონა” ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში მოთამაშე იმ 10 გუნდს შორის შედის, რომლებიც შიდა ასპარეზზე ჯერ არ დამარცხებულან.
ჩავის გუნდი ლა ლიგის სტარტზე კარგად გამოიყურება. მართალია, კატალონიელებმა პირველ ტურში ქულები დაკარგეს, მაგრამ მომდევნო 5 ტურში დაამტკიცეს, რომ ეს შემთხვევითობა იყო.
მთავარ მონაცემში, მოპოვებულ ქულებში “ბარსა” “რეალ მადრიდს” 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სხვა სტატისტიკური მონაცემები სიტუაციის გამოსწორების იმედს იძლევა.
“ბარსას” ოფიციალური საიტი გვთავაზობს იმ 5 სტატისტიკურ მონაცემს, რომელშიც კატალონიური გუნდი ლა ლიგაში საუკეთესოა.
გატანილი გოლები
6 თამაშში “ბარსელონამ” უკვე 18 გოლის გატანა მოახერხა, რაც მატჩში საშუალოდ 3 გოლს ნიშნავს. ეს საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე “რეალ მადრიდია” 17 გოლით, ხოლო მესამეზე “ბილბაო” 12 გოლით.
“ბარსელონელი” ლიდერობს ბომბარდირთა დავასაც. რობერტ ლევანდოვსკიმ 6 თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა. დანარჩენი 10 გოლი უსმან დემბელეს (2), ანსუ ფატის (2), რაფინიას, პედრის, დე იონგის, ერიკ გარსიასა და სერჟი რობერტოს ანგარიშზეა.
გაშვებული გოლები
“ბარსელონამ” 6 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რაც დაცვისა და ტერ შტეგენის შესანიშნავი თამაშის შედეგია. გასაკვირი არაა, რომ ეს ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია, რის გამოც ტერ შტეგენი “სამორას” ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია.
მშრალად შენახული კარი
6 თამაშში მხოლოდ 1 გოლის გაშვება ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონამ” 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც ჩემპიონატში ასევე საუკეთესო შედეგია. “ბლაუგრანას” კარი მხოლოდ “რეალ სოსიედადმა” აიღო, ხოლო “რაიომ”, “ვალიადოლიდმა”, “სევილიამ”, “კადისმა” და “ელჩემ” ეს ვერ მოახერხეს.
ბურთის ფლობა
განვლილ 6 ტურში “ბარსელონას” საშუალო ბურთის ფლობა 66.11% იყო, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე “ვალენსიაა” 61.9%-ით, ხოლო მესამეზე “რეალ მადრიდი” 57.06%-ით.
კარში დარტყმები
“ბარსელონამ” 6 თამაშში კარში 119-ჯერ დაარტყა, საიდანაც 46-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში მოხვდა. ორივე ამ მაჩვენებლით კატალონიელები ლა ლიგაში საუკეთესოები არიან.
Წესით კლასიკოს მოგებით გადავალთ პირველზეე
რეალს გაუბაბანებთ და ცხრილშიც ლიდერები ვიქნებით იქ დაიმკვიდრებს ადგილს ბარსა სადაც უნდა იყოს 👌
გავმხდარვართ ჩემპიონები და ეგ არის. სულ ცოტა დარჩა რეალმა უნდა წააგოს.
მშვენიერი, ქულებშიც მალე გავლიდერდებით, ვისკა ბარსა!
მთავარია ქულებში ვიყოთ საუკეთესოები და ვიქნებოდით კიდეც რომ არა პირველ ტურში ქულების დაკარგვა