მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გუშინ, 13 სექტემბერს, კარლეს პუიოლმა პირველად ითამაშა “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში, მას შემდეგ, რაც მუხლის ტრავმა მოიშუშა. კაპიტანი შეხვედრის 67-ე წუთზე კეიტას მაგივრად შემოვიდა და მას ბრწყინვალე ოვეაციებით შეხვდა “კამპ ნოუს” პუბლიკა.110 დღეს გავიდა მას შემდეგ, რაც პუიოლს არ უთამაშია “ბარსას” მაისურით, ამიტომაც ყველა ძალიან გახარებული იყო მისი დაბრუნებით.

 

110 დღეს “უემბლიდან” დღემდე

 

“ბარსელონა” 110 დღის განმავლობაში კარლეს პუიოლის გარეშე ასპარეზობდა, რომელიც სულ ბოლო ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “უემბლიზე”, სადაც კაპიტანმა მხოლოდ ბოლო ორი წუთი გაატარა მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ის შეხვედრა კატალონიელთა სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა. თუმცა “უემბლიზე” მისი გამოჩენა ხანმოკლე დაბრუნება იყო. მისი ბოლო თამაში კი ჩვენ 16 აპრილს, “ელ კლასიკოში” ვიხილეთ.

 

ჩავი ერნანდესმა პუიოლის გამჩენისთანავე გადასცა მას კაპიტნის სამკლავური. კარლესი დაცვის მარცხენა ფლანგზე განთავსდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში