ლა ლიგის გახსნით მატჩში “ბარსელონამ” კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა და “რაიო ვალიეკანოსთან” ფრეს დასჯერდა.
კატალონიურ კლუბს ქულა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გადაურჩინა, რომელიც ნამდვილად ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და “კამპ ნოუმ” მისი საუკეთესო ვერსია კვლავ იხილა.
გერმანელმა მეკარემ გუნდი 2 აშკარა გოლისგან იხსნა – განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე მომენტი, როცა ტერ შტეგენმა დიდებული რეაქცია გამოავლინა და ბოლო წუთებზე “ბარსა” წაგებას გადაარჩინა.
როგორც Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ჩავი კანალესი წერს, 30 წლის ფეხბურთელის პიზიციური თამაში, რეაქცია და მეტოქისთვის დასარტყმელი სივრცის შეზღუდვის უნარი შესანიშნავი იყო. ამასთან, ის ბურთთან ერთად ბევრად უკეთ მოქმედებდა.
ტერ შტეგენის ბრწყინვალე პერფორმანსი უყურადღებოდ არც ჩავი ერნანდესმა დატოვა და მატჩის შემდეგ განაცხადა: “ტერ შტეგენი ჩვენი მხსნელია – მას სწორედ ამიტომ ვენდობი.”

კი შტეგენმა ქულა მოგვიტანა, მაგრამ ისეთი რო არავინ აღმოჩნდა ვინც კიდევ ორ ქულას წაგვმატებდა?
Მართლაც უმაღლესი დონე დადო გუშინ, მცირედი შეცდომაც კიარ ჰქონია და როგორც ფეხით ისე ხელით შესანიშნავად ითამაშა
რომ არ წავაგეთ შტეგოს დამსახურებაა პირადად
დაგლიჯა გუშინ, პენიასთან როტაციაა საჭირო და ორივეს წაადგება – ეს ძველ ფორმას აღიდგენს (დაახლოებით მაინც), პენია კიდე განვითარდება
იმედია შევა ფორმაში და ეს პერფონმანსი იმედის მომცემია, ისედაც არ გვაქვს იდეალური სიტუაცია და ახლა ახალი მეკარე საძებნელი არ უნდა შეგვექნეს