მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ კატალონიის პარლამენტისგან ოქროს მედალი მიიღო

გვარდიოლამ კატალონიის პარლამენტისგან ოქროს მედალი მიიღო

გუშინ, ესპანეთის დროით ზუსტად 19:47 საათზე კატალონიის პარლამენტის აუდიტორიის წინაშე, ღირსების ორდენი გადასცეს “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას. გვარდიოლა გახდა მეათე ადამიანი, ვინც აღნიშნული ორდენი მიიღო.

გამარჯვებული აუდიტორიის წინაშე პარლამენტის თავმჯდომარემ, ნურია დე გისპერტმა წარადგინა. გვარდიოლამ, რომელსაც გულს ოქროს მედალი უმშვენებდა, მორიდებულად განაცხადა: “მე ამირჩიეს. ნებისმიერი სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეული “ბარსელონას” მწვრთნელად.” მისტერმა თავისი მედალი გაუზიარა ყველას, ვინც “ბარსელონაში” მოღვაწეობს, მათ შორის მათ, ვინც ის მწვრთელად დანიშნა, თავის ყველა მასწავლებელს და ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველდღიურად სწავლობენ და უმჯობესდებიან.

“ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის, რომ მიყვარს ჩემი საქმე. ვაღმერთებ მას.”

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=sBpQFx9kbk4]

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში