“ბარსელონა” სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსაში” ასპილიკუეტას გადმოსვლა გარდაუვალია – კატალონიური კლუბი მის სანაცვლოდ €5 მილიონს (ბონუსების გათვალისწინებით) გადაიხდის. ესპანელი მცველი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ ის გუნდს ამერიკულ ტურნეზე შემოუერთდება.
რაც შეეხება ალონსოს – წყაროს ცნობით, მის ტრანსფერს მომავალ კვირაში ვარაუდობენ. მიუხედავად იმისა, რომ მარკოსის თაობაზე მოლაპარაკებები შედარებოთ ნელა მიმდინარეობს, ის ჩავი ერნანდესის პრიორიტეტია. თუ გუნდი მარცხენა მცველს შეიძენს, ალეხანდრო ბალდეს იჯარით გაუშვებენ.

თუ ჩელსი კუნდესაც წაიყვანს , გამოდის გვაჯობა , თვითონ ბალასტი მოიშორა და ჩვენი პრიორიტეტი მცველები ორივე წაიყვანა . არა მგონია მოგებულები ჩვენ დავრჩეთ ამ შემთხვევაში .
გაასხმევინეთ ამ ალონსოს აქედან
ყველა რო ჩამოწერილი წამოიყვანა ეგ არაფერია ?? არც კრისტენსენი სჭირდებოდათ არც აზპი აღარ სჭირდება ძააან მაგარი ვიღაც გჰავთ რის ჯეიმსის სახით მარჯვენა მცველის პოზიციაზე და მითუმეტეს არც ეს მარკოს ალონსო თუ ვიღაც კუტა როა ამიტომ ვინ ვინ გამოზიდა და ვინ დაგოიმდება სეზონის ბოლოს ვნახავთ
კუნდე თუ ვერ დავითრიეთ შკრინიარი,ან გვარდიოლი გაასწორებდა.