“ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 ივლისს გაემგზავრა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი გუნდთან ერთად ჯერ კიდევ არაა.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელი სპეციალისტი აშშ-ისკენ გუშინ, ჩვენი დროით 17:30 საათზე უნდა დაძრულიყო, რაც ნიშნავს, ის მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ადგილზე იქნება.
AS-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ჩავი ფიზიკურად გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა, მას ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ შეუწყვიტავს, პირიქით, მწვრთნელს მათთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და “ინტერ მაიამისთან” მატჩამდე, რომელიც “ბარსამ” 6-0 მოიგო, თავის შეგირდებს ონლაინ, სამოტივაციო სიტყვითაც მიმართა.

ძალიანაც კარგი, მე ის უფრო გამიკვირდებოდა ასე რო არ ექნა.
კიი, როგორც მშობელი შვილებს…
ჩავი სულ სხვა განზომილებაა!!! ჯერ ასეთი არავინ ჰყოლია ბარსას, არც კრუიფს შევადარებ და მითუმეტეს არც გვარდიოლა-ენრიკეს..წარმომიდგენია როგორი მეუღლე და მამაა!!!
რა მაგარი კაცია ჩავი, სხვა კონტინენტიდანაც კი ამხნევებს ფეხბურთელებს