როდესაც ჩავი დაასრულებს ”ბარსელონაში” თამაშს და მის “6” ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ, მინდა გვარდიოლამ იმ დღესვე მთავარ თანაშემწედ აიყვანოს. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი სამწვრთნელო ტანდემი იქნება მსოფლიო ფეხბურთში.
ჩავი ახლაც მოთამაშე მწვრთნელია. სამწუხაროა, რომ არ შეიძლება ფეხბურთის თამაში დირიჟორის ჯოხით. ჩავი-დირიჟორის ჯოხით მარჯვენა ხელში, მოედანზე უფრო შესამჩნევი იქნებოდა. ”პორტოსთან” მატჩის მე-6 წუთზე, უბრალო სიტუაციაში მან პედროს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა და ამის შემდეგ, 2 წუთის განმავლობაში გაბრაზებული გამომეტყველებით დარბოდა-ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის ასეთი შეცდომა. რა ბედნიერია სანჩესი, რომელსაც ისეთი თანაგუნდელი ეყოლება, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში უსიტყვოდ გაუგებს მას. ჩავი არქიტექტორია.
მესის და ინიესტას გვერდს ვერ ავუვლით. ისინი ყოველწელს პროგრესირებენ და არ კმაყოფილდებიან მიღწეულით. თითქოს უკეთესი აღარ არსებობს, მაგრამ ისინი ყოველდღე გვაჩვენებენ უკეთესს და უკეთესს. ისინი ”ბარსელონას” მშენებლები არიან. ერთხელ ვასილი უტკინმა თქვა: ” ხანდახან მგონია, რომ ადამიანი რომელსაც ”ბარსელონაში” არ უთამაშია, არსდროს ყოფილა ნამდვილად ბედნიერი”. სრულიად ვეთანხმები…
