”ბარსას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ხუთშაბათს პრესკონფერეციაზე განაცხადა: “”პსჟ”? ეს ვინ გითხრათ. პირველად მესმის. არაფერი არ არის გადაწყვეტილი. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ასეთ ჭორებს არასდროს არ დაუჯეროთ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდში დავრჩე. “ბარსაში” ყველაფერი მაქვს და არ ვაპირებ ეს ყველაფერი ერთ წუთში გავაქრო. ასე რომ, მოკლედ გეტვით, მე არსად წასვლას არ ვაპირებ და თუ დავაპირე, ამას აუცილებლად გაიგებთ. წინასწარ მაინც ნურაფერს ნუ ვიტყვით.”
პრესკონფერენციაზე აბიდალი თავის პრობლებასაც შეეხო: ” მე სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ეს ყველაზე ცუდად მახსენდება. მაშინ გავიგე ჯანმთელობის ფასი. ახლა კი ყოველდღე ვაკონტროლებ ჩემს თავს. მინდა ყველა დავამშვიდო და ვთქვა, რომ მე სრულებით ჯანმრთელი ვარ. რაც იყო წარსულში, ეს ყველაფერი უკან დარჩა. მე ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. ასე რომ, ჩემი აზრით ჯანმრთელობაა ყველაზე მთავარი.”
პრესკონფერენციის ბოლოს ის პეპსაც შეეხო: ”პეპი არაჩვეულებრივი ადამიანი და შემდეგ ჩინებული მწვრთნელია. მასთან ლაპარაკი დიდ სიამოვნებას მგვრის. ის თავის საქმის ოსტატია, ხოლო რაც შეეხება ჯილდოს, როცა ეს ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა. ის მართლაც ღირსია და მომავალში ყველაფერს საუკეთსოს ვუსურვებ. ყველას საუკეთესო გვინდა შენთვის, პეპ”.
