ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა ორიოლ რომეუმ განაცხადა, რომ მას ძალიან გაუჭირდა “ბარსელონას” დატოვება.
” “ბარსელონას” დატოვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა მაქვს შანსი, გამოვავლინო ჩემი თავი.”
“როდესაც შემოთავაზება მივიღე, დიდხანს ვფიქრობი, მაგრამ მივხვდი, რომ ფიქრის დრო აღარ მქონდა და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. მე არ მქონია პეპ გვარდიოლასთან საუბარი ჩემს მომავალთან დაკავშირებით. კლუბი უბრალოდ შეეგუა ჩემს გადაწყვეტილებას.”
“ვილიაშ-ბოაშმა შეიძინა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ესიენის შეცვლა. ვფიქრობ მწვრთნელი მე მენდობა.” – დაასრულა რომეუმ.
