workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

ლევანდოვსკის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

“ბარსელონაში” რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი გუშინწინ გაოფიციალურდა, რის გამოც კატალონიის დედაქალაქში მისი წარდგენა ვერ მოხერხდა.

16 ივლისს გუნდი, პრესეზონის გასაგრძელებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, შესაბამისად, რობერტი მიუნხენიდან ჯერ – მალიორკაზე, შემდეგ – მადრიდში, იქიდან კი პირდაპირ მაიამიში გაემგზავრა (მისი რეისი ჯერ არ დაფრენილა), რათა ახალ თანაგუნდელებს შეუერთდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლევანდოვსკის პრეზენტაცია სწორედ მაიამიში, დღეს, 18 ივლისს გაიმართება, ჟერარ რომეროს თქმით კი, ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, “კამპ ნოუზე” უფრო გრანდიოზული ცერემონია შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2022, 17:50

    დამთავრდა ამ ნემცებთან ბრძოლა?

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69 ვეტერანი
    schedule 18 ივლ 2022, 09:21

    Visça el Barça i Visca çatalonya 💙♥️💙♥️

  • katalomia
    schedule 18 ივლ 2022, 01:14

    რაია ბიჭებოო, რეალი ჩემს გარეშე უნდა გეიმასქნათო?! ვერ მოგართვითოოო.

  • GÍØ
    schedule 18 ივლ 2022, 01:13

    მიდი ლომო და რეალისთვის მზად იყავი 💙❤️