ის ფეხბურთელები, რომლებმაც სანაკრებო პაუზის დროს ითამაშეს, “ბარსელონას” 2 დღის წინ დაუბრუნდნენ.
მათ შორის იყო ფერან ტორესიც, მაგრამ კლუბმა მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.
მიუხედავად ამისა, მალევე გავრცელდა ცნობები, რომ ფერანის დაზიანება სერიოზული არ იყო და ის “ბარსას” აშშ-ში გაჰყვებოდა.
ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ ტორესი სესიებს უკვე დაუბრუნდა და ვარჯიში დარბაზში განაახლა.

დაგვპირდა საუკეთესო სეზონი მექნებაო და აბა ვნახოთ, წარმატებები
მიკროტრამვა ჰქონია, ამან კარში დარტყმა ისწავლოს და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ისიც გვეყოფა დემბელემ ჯერ კიდევ რო ვერ გაიგო საით არის მეტოქის კარი.
მიზანი გაასწორე და კაი კაცი იქნები შენ
ეს სეზონი იქნება ამისთვის გარდამტეხი იმედია დროულად დაბრუნდება და მიზანს გაასწორებს თუარადა : სანტეხნიკი ლიოვა(ლევანდოვსკი😃) დარეკეს და მოვა 👌