16 წლის ბულგარელი ამომავალი ვარსკვლავი მარტინ გეორგიევი “ბარსელონას” მიმდინარე კვირაში შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ Revelo ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მას სოფიას “სლავიას” პირველი გუნდის შემადგენლობაში უკვე 7 თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა მარტინი გამოდის ბულგარეთის არა მხოლოდ 17, არამედ 19 წლამდელთა ნაკრებშიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ბულგარელი სიმაღლეში უკვე 184 სანტიმეტრია.
უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსა” გეორგიევს იმატებს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი ყოფილ გუნდს გამოემშვიდობა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის მალე “ბარსელონა ატლეტიკს” შეუერთდება და რაფა მარკესის გუნდში ვარჯიშს დაიწყებს.



ეს ცოტა ხანში კალათბურთზე გადაერთვება მე მგონი, ახალი სტოიჩკოვია-ო ჯერ არ უთქვავთ.
ძაან კარგი ბიჭია ბ გუნდიც მოიხოდება იმედია
პოზიციით მემარჯვენე ცენტრალური მცველია,
კაი ბიჭი ჩანს თქო ვერ ვიტყვი ბევრი ინფორმაცია არ არის ამ ადამიანზე. მაგრამ ბარსა ატლეტიკს ახალი მცველები ნამდვილად სჭირდება, რამდენი მცველი დაკარგა უკვე.
რა პოზიციაზეა ხომ არ იცით ?