workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ მარტინ გეორგიევი დაიმატა

ოფიციალურად: ბარსელონამ მარტინ გეორგიევი დაიმატა

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონამ” 16 წლის ბულგარელი ამომავალი ვარსკვლავი მარტინ გეორგიევი დაიმატა.

“ბლაუგრანას” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ცენტრალური მცველი კატალონიელთა 19 წლამდელთა გუნდს შეუერთდება. აქამდე არსებული ცნობებით ის “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელი გახდებოდა. სავარაუდოდ ბულგარელ ტალანტს “ბარსას” სარეზერვო გუნდშიც ხშირად ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მას სოფიას “სლავიას” პირველი გუნდის შემადგენლობაში უკვე 7 თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა მარტინი გამოდის ბულგარეთის არა მხოლოდ 17, არამედ 19 წლამდელთა ნაკრებშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ბულგარელი სიმაღლეში უკვე 184 სანტიმეტრია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • shu1987
    schedule 15 ივლ 2022, 18:52

    დარწმუნებული ვარ გაისად დააწინაურებენბთუ განვითარება გააგრძელა

  • nika 54
    schedule 15 ივლ 2022, 17:54

    კარგია, ლევანდოვსკი და სილვა მოდიანო და ესეც თუ დაგვემატება რაღა გვიჭირს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 ივლ 2022, 15:52

    ამ ასაკისთვის აღნაგობა ძალიან მაგარი აქვს, საერთოდ არ ეტყობა 16 წლის როა,იმედია კარგად გამოიჩენს თავს

  • shu1987
    schedule 15 ივლ 2022, 15:27

    მართლა სერიოზული ტალანტია და იმედია ვიხილავთ დიდხანს პირველ გუნდში

  • Nico González
    schedule 15 ივლ 2022, 14:57

    ძააან მაგარი ბიჭია, დაიმახსოვრეთ მისი სახელი. აუცილებალ მოიხოდება <3