workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხეტაფე ალეხანდრო ბალდეთი ინტერესდება

ხეტაფე ალეხანდრო ბალდეთი ინტერესდება

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ალეხანდრო ბალდე “ხეტაფეს” ინტერესთა სფეროში მოექცა.

გაბრიელ სანსის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 18 წლის ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა, მისი შეძენა პრიორიტეტი არაა და ჯერ სხვა ვარიანტიებს განიხილავს.

ბალდეს “ბარსელონური” მომავალი გაურკვეველია. მომავალ სეზონში ჟორდი ალბა გარანტირებულად სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება, რასაც მარკოს ალონსოს შესაძლო ტრანსფერიც ემატება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, ალექსს დიდი სათამაშო დრო მიეცეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 12:04

    ალბასთვის რო სასტარტო გარანტირებულია და ალონსოც თადარიგშია ამ პოზიციაზე სწორედ იმიტომ არა აქვს შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელს. და ეგება უწევს კონკურენციას ამ უკვე ინვალიდ ალბას სცადა ვინმემ.

  • Albicelecte
    schedule 11 ივლ 2022, 22:46

    აი ალბას რომ აქვს გარანტირებული ძირითადი და კონკურენცია არ არსებობს, მაგის გამოა კარგად საქმე;
    უილიამსმა რომ ათრია რამდენიმეჯერ იატაკსაწმენდი ტილოსავით, მაშინ კიდევ დავრწმუნდი, რომ ასაკი მისას შვრება და ძველებურის 30% ვეღარ ქაჩავდა;
    ანხელინოს მოყვანას ვფიქრობდი, მაგრამ რატომღაც არ იხედებიან ლაიფციგისკენ;
    არადა ჟილკიანი, მებრძოლი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ლატერალია

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 ივლ 2022, 21:56

    ნუ მე გრიმალდოს მოყვანა მიჩევნია და ამისი იჯარით გაშვება კარგი იქნებოდა, სათამაშო პრაქტიკას მიიღებს

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 11 ივლ 2022, 21:52

    ანუ რადგვინდა ეს მარკოს ალონსოები და აზპილიკუეტები 😃 ამ კუანა ნაროდს რავერ მოეშვნენ
    უფასოდ რომ იყოს კიდევ ხო მაგრამ რაამბავია 10 მილიონი მარკოს ალონსოში თან მერე ისეთ ასაკშია ვეღარც გაყიდი

  • .Gladiator.
    schedule 11 ივლ 2022, 21:46

    ალონსოს თავი დაანებონ და ამას მისცენ ეგ დრო
    ხეტაფე არა ლეღვი