გამპერის თასზე “ბარსელონას” მეტოქე ჯერ კიდევ უცნობია.
ოფიციალურად დადასტურებული იყო, რომ “ბარსა” ამ მატჩში “რომას” დაუპირისპირდებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, იტალიელებმა შეთანხმება ცალმხრივად გააუქმეს.
შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ კატალონიელები კლუბის დამაარსებლის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე “მილანს” მოიწვევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, “კამპ ნოუზე” არც “როსონერი” ჩამოვა.
ბოლო ინფორმაციით, “ბლაუგრანა” გამპერის თასზე მექსიკური კლუბის მოწვევას აპირებდა და, როგორც აღმოჩნდა, ეს კლუბი “ატლასი” იყო, მაგრამ, მექსიკის ჩემპიონატში არსებული რთული გრაფიკის გამო, მათ ესპანეთში ჩამოსვლაზე უარის თქმა მოუწიათ.
ამასთან დაკავშირებით, “ატლასის” პრეზიდენტი, ხოსე რიესტრა საუბრობს:
მადლიერნი ვართ, რომ “ბარსელონამ” მეტოქედ ჩვენი კანდიდატურა განიხილა. ვცადეთ, ლოგისტიკური საკითხები მოგვეგვარებინა და კალენდარში კორექტივები შეგვეტანა, მაგრამ ეს მარტივი არ იყო…
ვიმედოვნებ, ერთ დღესაც, გვექნება პატივი, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვითამაშოთ.
ცნობისთვის, “ატლასი” რაფა მარკესის (რომელიც მალე “ბარსა ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი გახდება) ყოფილი კლუბია – “ბლაუგრანას” ლეგენდარულმა მექსიკელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა ამ გუნდში დაიწყო (1996-99) და ამ გუნდშივე დაასრულა (2016-18).

ოღონდ მაინც ჩვენ მოვიგებთ
ამანაც მაგრად დაიფასა თავი.
ან საერთოდ დინამო მოიწვიონ😁
Romeli dinamo?
ქართული კლუბი იყოს და გინდ თერჯოლის საპოვნელა მოიწვიონ😁, ამ ეტაპზე მაინც ბათუმის დინამო იქნებოდა უკეთესი
ან საერთოდ დინამო მოიწვიონ😁
Romeli dinamo?
არავის აღარ სურს ჩავისთან ჭიდილი თუ რა თემაა ?? 🤔 ნუ მოურინიოს შიშები გასაგებია ასევე მილანის პლიუს დიდი ვერაფერი ტიტული ვერაა და არ იწუხებენ თავს, სჯობს რეალს დაეჯახონ 👌
ნაპოლი რომ მოიწვიონ კარგი იქნება, ხვიჩას გოლი კამპ ნოუზე კარგი იქნებოდა❤❤
ან საერთოდ დინამო მოიწვიონ😁