workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტი ბარსელონადან რენში უფასოდ გადავა

სამუელ უმტიტი ბარსელონადან რენში უფასოდ გადავა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამუელ უმტიტი “ბარსელონას” დატოვებს.

ფრანგი მცველი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და კატალონიური გრანდი მის გაშვებაზე მუშაობს. 

ადრე გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” და “რენი” მოლაპარაკებებს უმტიტის იჯარის თაობაზე აწარმოებდენ, ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი საფრანგეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადავა, ვინაიდან, კატალონიელები მას კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მისცემენ.

წყაროს თანახმად, მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ და სამუელის თანხმობას ელოდებიან. დიდი ალბათობით, შეთანხმება ამ კვირაში შედგება.

უმტიტის ტრანსფერში დიდ როლს “რენის” ამჟამინდელი თავკაცი ბრუნო ჟენეზიო თამაშობს, რომელიც ფრანგ მცველს “ლიონში” მუშაობისას წვრთნიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 05 ივლ 2022, 16:42

    მე მგონი როგორც ობამეანგი მოვიდა ისე ვუშვებთ ჩვენც ამას.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 04 ივლ 2022, 19:04

    ერთ დროს მან სიტიში 80 მილიონად არ გავუშვით 🥲
    ძალიან მაგრად დაიწყო ბარსელონაში,მალევე დაცვის ბურჯადაც ჩამოყალიბდა და ხუმრობით შავი მალდინიც შეარქვეს🥲ფაქტიაა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა საბედისწერო აღმოჩნდა და ის თასიც მის კისერზე გადატყდა,
    აღარამგონია იმ სათამაშო დონეს გასცდეს რაც ახლა აქვს, უბრალოდ ჭკვიანი და კარგი მცველია და რენის დონის გუნდს ნამდვილად დასჭირდება თუ ტრავმები არ მიიღო წესით რენისთვის მომგებიანი ტრანსფერი უნდა იყოს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას❤️ მალევე შეგვაყვარა ბარსას ფანებს თავი და რომ არა ის საბედისწერო ტრავმა მჯერა რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა თავის პოზიციაზე ❤️

  • Pirat❤️💙
    schedule 04 ივლ 2022, 18:37

    იმედია იჯარით წავა

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ივლ 2022, 17:21

    უფსოდაც მოსულა,ამისი წასვლა, ბევრად წაგვწევს წინ,ლენგკეც მოვიშოროთ ახლა, დემბელეს არ გავუხანგძლივოთ, პიანიჩი და ბრაითაც მოსაშორებელია,მოკლედ რა ნაგავია გუნდდი შემოყრილი რა

  • Moriba
    schedule 04 ივლ 2022, 16:31

    თუ უნდა რო ყველაფერი აანაზღაუროს მაშინ ფული არ გამოართვას ბარსელონას ესიქნება ღირსეული საქციელი💙❤️