მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიკოტი “ბარსას” და “რეალს”

ბოიკოტი “ბარსას” და “რეალს”

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ გადანაწილდება ტელეტრანსლაციებიდან შემოსული თანხები კლუბებს შორის მიმდინარე სეზონში. შემოსული თანხის 41% წილად “ბარსელონასა” და “რეალს” ერგებათ. აღნიშნული 41% თანხობრივად 270 მილიონ ევროს შეადგენს, ანუ კატალონიური და მადრიდული გრანდები 135-135 მილიონ ევროს მიიღებენ. დარჩენილი თანხა კი, პრიმერაში მონაწილე სხვა 18 გუნდზე გადანაწილდება.

თანხების ასეთი დაყოფით განაწყენებულები არიან სხვა გუნდების პრეზიდენტები და ისინი “ბარსელონასა” და “რეალისთვის” ბოიკოტის მოწყობას გეგმავენ.

“სევილიის” პრეზიდენტმა, ხოსე მარია დელ ნიდომ, პრიმერაში მონაწილე გუნდების პრეზიდენტებს “ბარსელონასა” და “რეალის” წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა იმ მიზნით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ტელეტრანსლაციებიდან შემოსული თანხები სამართლიანად გაუნაწილდეთ გუნდებს. “არ შეიძლება ისეთი ფაქტის დაშვება, როდესაც ორი გავლენიანი გუნდი შემოსული თანხის თითქმის ნახევარს იღებს. ეს ძალიან ვნებს ლიგას. ასეთი რამ შესაძლებელია, ფრანგულ რევოლუციას შევადაროთ – უკან დასახევი გზა არ არსებობს. და ყველას კარგად გვახსოვს, რა დაემართა მაშინ მეფეს.” – ციტირებს დელ ნიდოს სიტყვებს “როიტერსი”.

ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა დაამატა, რომ 17-და 15 კლუბის პრეზიდენტები უკვე გამოეხმაურნენ მოწოდებას და განაცხადეს თანხმობა შეკრებაში მონაწილეობაზე.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში