ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსამ” “ლიდსთან” რაფინიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ბრაზილიელი, თითქმის, “ბარსელონას” ფეხბურთელია.
ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს (რომელმაც რაფინიაზე პირველმა გვამცნო) ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს სურს, ჟიულ კუნდესთან დაკავშირებით “სევილიასთან” შეთანხმებასაც ამ გზით მიაღწიოს და თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს (“ბლაუგრანა” რაფინიას სატრანსფერო ღირებულებას სამ ნაწილად დაფარავს).
“ლურჯ-ბროწეულისფერები” სევილიელებს ჟიულის სანაცვლოდ, დაახლოებით, 45 მილიონ ევროს სთავაზობენ და მათგან გარკვეულ დასტურს ელოდებიან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ცნობილია, რომ ცენტრალურ მცველებს შორის, ფრანგი ჩავი ერნანდესის ფავორიტია – რა თქმა უნდა, ანდალუსიური კლუბი მას მარტივად არ ელევა, მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ კუნდეს “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, რამაც, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს (როგორც რაფინიას შემთხვევაში ითამაშა).
გარდა ამისა, ამავე ჟურნალისტის თანახმად, ჩავი ახალ სეზონს უკვე გეგმავს და მასში რობერტ ლევანდოვსკისაც ითვალისწინებს.

განვადებით ყიდვას რა ჯობია? არც არაფერი
არაფერი არ ჯობია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსამ" "ლიდსთან" რაფინიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია – ბრაზილიელი, თითქმის, "ბარსელონას" ფეხბურთელია.
დავიჯერო ეს ლევანდოვსკიზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია.
ესე მომყავდა ხოლმე მსოფლიოს ხალხი ფიფა მენეჯერში და ვაწყობდი მსოფლიო გუნდს, ოღონდ ვანაწილებდი 4 და 5 წელზე
უეჭველი დასათრევია ეს აგერ მანჩესტერმა ლისანდრო მარტინესი წაიყვანა რომელზეც რატომღაც არც კი გაიწიეს
სამსახურში ერთი თანამშრომელი გვყავდა გამოთქმა ჰქონდა : " ვალი მიცოცხლოს ღმერთმაო ! " ….განვადებას გაუმარჯოს განვადებას !

უფფ ეს მოვიდეს ნეტაა
🚨 ბარსელონა რაფინიას თაობაზე ძალიან გააქტიურდა – ახალი შეთავაზება მზადაა: საუბარია €50 მილიონზე + ბონუსები 💰‼️
🔹 ფეხბურთელს მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება და ამან შეიძლება ტრანსფერი დააჩქაროს 🇧🇷⏳
იმედია გამოვა ეგ ტრანსფერი და ხელები ამიწევია, ამ კრიზისისდა მიუხედავად ძალიან მაგარი ტრანსფერები იქნება, ფრენკი თუ დარჩება მე პრობლემა არ მაქ,თუ წავა არც მაგაზე ვიდარდებ დიდად, იმედია გუბდის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებენ და იმ გადაწყვეტილებებს მიიღებენ რაც გუნდისთვის სასარგებლოა
ეს რაფინიაზე ბევრად მნიშვნელოვანი ტრანსფერია
არაუხო-კუნდეს დუეტი სულ სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს დაცვას