ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “ბარსელონა” რეი მანაის გაშვებასთან ახლოსაა.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “ბარსა” და “ხეტაფე” ალბანელი თავდამსხმელის თაობაზე მოლაპარაკებებს აწაროებენ და შეთანხმებას უახლოვდებიან.
25 წლის ფეხბურთელი, რომლითაც “უოტფორდიც” ინტერესდება, გასულ სეზონში “სპეციაში” იყო განათხოვრებული, მაგრამ იტალიელებმა მის 2.7 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვეს.
რეი იმედოვნებს, რომ ტრანსფერი ორშაბათამდე შედგება. “ხეტაფესა” და “უოტფორდის” გარდა, მას შემოთავაზებები გერმანიიდან და იტალიიდანაც აქვს.
“ბარსელონამ” მანაი 2020 წელს, “ალბასეტედან” 2 მილიონად იყიდა. “ბარსა ატლეტიკის” რიგებში მის ანგარიშზე 31 მატჩი, 16 გოლი და 2 ასისტია.




ბორხა მაიორალის შემცველად მიდის ანუ ეს
და ჩვენ რამდენად ვყიდით?
მე მეგონა ეს სპეციაში გაყიდული გვყავდა. ჩვეულებრივი საშუალო დონის მოთამაშეა და 5 მილიონის აღება შეიძლება ამაში. უოტფორდს თან ექნება გადახდის თავი