ბარსელონა ბაიერნს ახალ შეთავაზებას გაუგზავნის

ბარსელონა ბაიერნს ახალ შეთავაზებას გაუგზავნის

ტომაშ ვლოდარჩიკის ცნობით, “ბარსელონა” “ბაიერნს” ახალ, რიგით მესამე შეთავაზებას უმზადებს.

პოლონელი ჟურნალისტის თქმით, “ბარსა” გერმანულ კლუბს ფიქსირებულ 40 მილიონ ევროსა და პლუს, ბონუსების სახით, იმდენს შესთავაზებს, რომ ტრანსფერმა დაახლოებით 50 მილიონამდე მიაღწიოს. კატალონიელები, დიდი ალბათობით, ახალი წინადადებით “ბაიერნს” უახლოეს 24 საათში მიმართავენ.

მხარეები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ ტრანსფერი 12 ივლისამდე, ანუ “ბაიერნისთვის” პრესეზონის დაწყებამდე შედგება. წყაროს ინფორმაციით, “რეკორდმაისტერს” ლევანდოვსკის გაყიდვაზე ახლა იმდენად ღია პოზიცია უჭირავს, როგორც არასდროს. მომდევნო დღეები, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

რობერტის თაობაზე “ბარსელონას” პირველი შეთავაზება – 32 მილიონ ევროს (+5 მილიონი ბონუსები), მეორე კი 35-ს (+5 მილიონი) მოიცავდა, მაგრამ გერმანელებმა არცერთ მათგანს არ უპასუხეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • nika 54
    29 ივნ 2022, 16:42

    რა დღეში ვყავართ ამ უნამუსოებს არავითარი კოლეგიალობა თუ პატივისცემა, ამათთან საქმის დაჭერა არ შეიძლება.

  • La Pulga10
    28 ივნ 2022, 22:21

    ციტატა: gecheche
    75 მილიონს ითხოვს ბაიერნიო


    გეშლება 175 მილიონს ითხოვს

  • gecheche
    28 ივნ 2022, 22:16

    75 მილიონს ითხოვს ბაიერნიო