workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ოფისში კესიესა და კრისტენსენის ფორმები ინახება

ბარსელონას ოფისში კესიესა და კრისტენსენის ფორმები ინახება

“ბარსას” ხელმძღვანელობასა და მემფის დეპაის აგენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე ცნობების გაშუქებისას, ჟერარ რომერომ საინტერესო სურათიც მოიპოვა.

ესპანელი ჟურნალისტი ტვიტერზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურებია გამოსახული.

როგორც ჩანს, “ბარსელონას”, კლუბის ოფისში მათი ფორმები უკვე გამზადებული აქვს და ტრანსფერებსაც მალე დაადასტურებს. რომერო დასძენს, რომ კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველი და დანიელი მცველი ბარსელონაში მალე ჩამოვლენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • M10 S9 D11
    schedule 28 ივნ 2022, 00:47

    მაგარი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს ფრენკის უშვებენ და დებილი კესი მოყავთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივნ 2022, 20:16

    კრისტენსენს ცუდად უყურებთ თქვენ არადა ძაან კარგი მცველია, ლიგის ფინალში ძაან მაგარი თამაშები დადო, ნაკრებშიც ძაან მაგარია და ზოგადად ჩელსიშიც სტაბილური იყო ყოველთვის, ერთი წელს მოხდა ისე რომ ტრამვა მიიღო და ვერ შევიდა ფორმაში მალევე, მაგიტო ჰქონდა შეცდომები

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 ივნ 2022, 20:14

    ძაან კაი, ოდესმე ხომ გაოფიციალურდება და მზად არიან

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 19:52

    მშვენიერია

  • xavi-iniesta-messi
    schedule 27 ივნ 2022, 19:35

    კესი მილანშივე მომწონდა ჭკვიანი ნახევარმცველის, რომელსაც ჩაშლაც კარგად გამოსდის, პასიც და გოლების გატანაც საჭირო დროს. რაც შეეხება კრისტენსენი არაუხოზე არაფრითაა უკეთესი. რუდიგერის ხარჯზე იყო დაცვაში ერთმანეთს აზღვევდნენ უფრო.. ანუ რისი თქმა მინდა: პოზიციურად კარგია, მაგრამ არ არის სწრაფი მცველი, რომელიც სისწრაფეში ვინიციუსს დაეწევა ან თუნდაც როდრიგოს. და ალბათ არც მოსთხოვს არავინ რომ მათ დაეწიოს სისრაფეში. ეს უბრალოდ ჩემი აზრია. მომწონს სწრაფი მცველები..

  • shu1987
    schedule 27 ივნ 2022, 19:17

    ციტატა: LUIS-SUAREZ

    ციტატა: shu1987
    იმედია ბარსაში გაცილებით უკეთესი იქნება ერთიც და მეორეც ვიდრე მათ წინა კლუბებში.


    რატომ რა კესი ცუდად გამოიყურებოდა მილანში? :დ


    და სასწაული რა გააკეთა რო ? ტონალისთან წააგო კონკურენცია, ცუდი არაა მაგრამ კრეატივი ნული აქვს ტიპს ერთფეროვანია პროსტა ჯანზეა, ნუ იმედია ვცდები და სასწაულებს ჩაიდენს ვის ეწყინება რო.

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 18:50

    ფორმები კარგია, აგერ მესის მაისურს ბარსა ამდენი ხანი კიდევ ყიდიდა მისი წასვლის შემდეგ. ხალხი მოვიდნენ დროზე ცარიელი მაისურები ხო არ ითამაშებენ.

  • LUIS-SUAREZ
    schedule 27 ივნ 2022, 18:41

    ციტატა: shu1987
    იმედია ბარსაში გაცილებით უკეთესი იქნება ერთიც და მეორეც ვიდრე მათ წინა კლუბებში.


    რატომ რა კესი ცუდად გამოიყურებოდა მილანში? :დ

  • El pistolero 9
    schedule 27 ივნ 2022, 18:34

    1. შტეგენი
    2. დესტი
    3. პიკე
    4. არაუხო
    5. ბუსკეცი
    6. გავი
    7. დემბელე/რაფინია/???
    8. პედრი
    9. ლევანდოვსკი
    10. ფატი
    11. ობამეიანგი
    12. კესი
    13. პენია
    14. ნიკო
    15. კუნდე
    16. ალონსო/???
    17. კოლადო/ტრინკაუ/ეზალზული
    18. ალბა
    19. ტორესი
    20. რობერტო
    21. დეიონგი/სილვა
    22. ასპილიკუეტა/???
    23. კრისტენსენი
    24. გარსია

  • NEYBarca
    schedule 27 ივნ 2022, 18:25

    ციტატა: CuleTillIDie
    ერთ ლენგლეს ვერ ვუშვებთ ვერსად და ამ დროს მეორე ლენგლე (კრისტენსენი) მოგვყავს 😃👍


    შარშან კაი იყო კრისტენსენი, წელს წაულენგლევებს 😆

  • CuleTillIDie
    schedule 27 ივნ 2022, 18:17

    ერთ ლენგლეს ვერ ვუშვებთ ვერსად და ამ დროს მეორე ლენგლე (კრისტენსენი) მოგვყავს 😃👍

  • shu1987
    schedule 27 ივნ 2022, 18:15

    იმედია ბარსაში გაცილებით უკეთესი იქნება ერთიც და მეორეც ვიდრე მათ წინა კლუბებში.