არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია კვლავ გვერდში უდგას თანამემამულე ლეო მესის.
“მას უნდა მივცეთ საშუალება გახდეს ბედნერი” განაცხადა 56 წლის მწვრთნელმა.
მესის კაპიტნის სამკლაურისა და ალეხანდრო საბელიას გაწვრთნილი არგენტინის პრეზენტაცია ერთდორულად მოხდა. მატჩს 10 000 ადამიანი ესწრებოდა “კოლკოტა სოლტ ლეიქ სტადიუმზე”. მესიმ კუთხური ჩამოაწოდა და ოტამენდის საშუალება მისცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები წინ გაეყვანა.
ეს მესის საუკეთესო მატჩი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით.
“მე მის გოლს ველოდები. ჩვენ ის უნდა დავამშვიდოთ, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.”
“მე შურისძიებაზე არ ვფიქრობ, რადგან ეს არაადამიანური საქციელია. ეს ფეხბურთია და შეიძლება სხვა დროს გამოგივიდეს კარგი თამაში. ეს განსხვავებული სიტუაციაა. ეს ეროვნული ნაკრებია და აქ ნაკლები დრო გვაქვს მოსამზადებლად.”
“მე ახალი მწვრთნელი ვარ და ახლა ვუახლოვდები ფეხბურთელებს. ისინი კი მიახლოვდებიან მე.”

