“ბარსელონა” გავის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
ელენა კონდისის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს, თუმცა, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია – მაგალითად, კონტრაქტის ხანგრძლივობა.
წყაროს თქმით, ახალგაზრდა მოთამაშის აგენტ ივან დე ლა პენიასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
აღნიშნულ ცნობებს ტონი ჟუანმარტი და ალბერ როგეც ადასტურებენ და დასძენენ, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად გრძელდება. გავის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.




გააფორმებს აბა რას იზამს , ეს თუ წასვლას იფიქრებდა არც მიფიქრია ტიპს ყველანაირი ხელშეწყობა და გვერდში დგომა აქვს ნდობა რაუნდა სხვა, ფული კიდე მოვა მთავარია იშრომოს დაამტკიცოს მოიგოს რაღაც და ისედაც მოუმატებენ.
გავი ჩვენი მომავალია ნიკოსთან და პედრისთან ერთად იმედია პაბლო ტორეც მიემატება სიას
მიდი რა მალე გაახანგრძლივე.
"გავი – ერთი ნაბიჯი ახალ კონტრაქტამდე"
ე ბიჭო, რასაც შენ მოედანზე დაქრიხარ, გადადგი დროზე ის ერთი ნაბიჯიც!!!
===============
1 მილიარდი
კარგია რო ახანგრძლივებს, ოღონდ ეს მილიარდი მადარდებს ცოტა ხო არ არის. არ დავკარგოთ ასე მუქთად.
10 მილიარდი რომ იყოს არა?
ისე გსმოსასყიდი თანხა საერთოდ რა აუცილებელია, როგორც ვიცო მაგის გარეშეც შეიძლება და ახლა 1 მილიარდს ნამდვილად არავინ გადაიხდის ფეხბურთელში
1 მილიარდი ცოტაა, ვინმემ არ მოგვტაცოს
ჰაა ახლა შობეთ უკვე რა…