თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულში ოსკარ მინგესა “ბარსელონას” დატოვებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელის შეძენით “მალიორკა”, “სელტა”, “ელჩე”, “ვალენსია”, “ხეტაფე”, “ჰოფენჰაიმი” და “აინტრახტი” ინტერესდებიან.
23 წლის ფეხბურთელი მზადაა, წავიდეს და გუნდს ამ გზით დაეხმაროს. “ლურჯ-ბროწეულისფერები” მის გაყიდვას ჩქარობენ და ტრანსფერიდან 5 მილიონი ევროს მიღება სურთ.




ნამდვილი კულეა, მაინც ლა მასიელია.
ბოდიში რომ მოიხადა მაშინ გამოჩნდა რომ კაი კაცია
გაუშვით, მოაცილეთ, რეალს შეუგდო ეგ მახსოვს, სხვა დიდად არაფერი. ძაან დირკა მცველია და ჯობია წავიდეს
7 კლუბი თუ ინტერესდება ცოტა მოუმატე 10 მაინც დაადე და 7-ათ გაატანე არ შეიძლება? ბართომეუს ვაგინებთ და ისევ იმას განაგრძობენ. ოღონდ გაყიდონ. ლევანდოვსკი რო ჩვენ გვყოლოდა ალბათ 5-10 მილიონად გაყიდდნენ. როგორც ვილია გაუშვეს ან სუარესი.
რამდენად უნდა გაყიდო მინგესა? 5მლ ბევრია კიდე ამაში
ეს ამათი სენია რა, ყველაზე ძვირად ესენი ყიდულობენ ფეხბურთელებს, სამაგიეროდ ყველაზე იაფადაც ვყიდით
ზამენის ფეხბურთელადაც ვერ აღიქვავ, იმიტო რო ვერ ენდობი , მაქსიმუმ რაღაც კოპას მესამე დივიზიონის კლუბებს ათამაშო, თავისთვისაც სჯობია რო წავიდეს და სამომავლოდ იქნება ბარტრას დონე მაინც დადოს.
5 მილიონი ამაში ძალიან ცოტაა და საერთოდ უმტიტის ლენგლეს და გარსიას ბევრად მირჩევნია ეს დარჩეს ბარსელონაში და იმ სამმა წავიდეს კლუბიდან
ჩავი არ ენდობა თორე ამისგან მაგარი მცველის ან საყრდენის დაყენება შეიძლება
ჩემი ნება რო იყოს გარსიას გავუშევბდი და ამას დავიტოვებდი თან მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში თუ უშვებენ იჯარით გაუშვან გამოსყიდვის უფლების გარეშე
5 მილიონი როღირს ალბათ მაგიტო ინტერესდებიან
თუ ამდენი გუნდი ინტერესდება ცოტა აუწიონ ღირებულებას, რაის 5 მილიონი ბლიად , დაადონ 10 😡😶🌫️
რევანში ავიღოთ და აინტრახტში გავუშვათ