workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის ლევანდოვსკის შეძენაში ეჭვი არ ეპარებათ

ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის ლევანდოვსკის შეძენაში ეჭვი არ ეპარებათ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მთავარი პრიორიტეტი რობერტ ლევანდოვსკია და კლუბი მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. 

Sport1-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის ეჭვი არ ეპარებათ, რომ პოლონელის ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.

“ბარსას” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის ჯერ კიდევ მარტში შეატყობინა, რომ ეკონომიკურად ყველაფერი მზად ექნებათ – მთავარია, “ბაიერნმა” რობერტის გაყიდვაზე უარი არ თქვას და მისი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვება არ განიზრახოს.

გავრცელებული ცნობებით, ლევანდოვსკითი “პარი სენ-ჟერმენიც” ინტერესდება, მაგრამ პოლონელი მხოლოდ “ბარსელონაში” გადმოსვლაზე ფიქრობს და კატალონიურ გრანდთან 3-წლიანი ხელშეკრულებაც შეთანხმებული აქვს.

“ბლაუგრანამ” იცის, რომ, ფინანსური Fair Play-ს მიხედვით, სახელფასო ფონდში დაახლოებით 60-80 მილიონი ევროს გამოთავისუფლება მოუწევს, რათა კლუბმა რობერტის დარეგისტრირება მოახერხოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 12 ივნ 2022, 20:40

    როდემდე ასე.
    ის მაბრაზებს, რომ ყველა დიდი გუნდი გადარჩა ბარსას გარდა. ბართომეუმ ფაქტიურად გუნდი დაშალა და ჯართში ჩააბარა, ამისთვის კი პასუხი არავის მოუთხოვია.

  • nika 54
    schedule 12 ივნ 2022, 18:34

    ფორმა კი მოურგიათ უკვე, ახალი სპონსორითაც კი. ფინანსებიც რო ფოტოშოპივით ვიცოდეთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

  • nikusha
    schedule 12 ივნ 2022, 18:33

    ძალიან კარგი

  • DesmondHume
    schedule 12 ივნ 2022, 14:37

    ციტატა: ROUCH
    კი კი როგორ არა ამას ბაიერნიდან უნდა წასვლა. ბარსა გამოჩნდა და ბარსაში მინდაო ეხლა სხვებზეც აუბრიქდება. ბარსა თორე ესეც ლიგის და ლა ლიგის ფავორიტი არ იყოს არ არსებობს მოთამაშე ფული რო ვერ აურევს თავგზას. რო იგებდე ამ ბარსათი ტიტულებს კიდე ხო მარა ვერც ტიტული მოიგო ვერც მსუყე მაყუთი იშოვო რომელს აირჩევ საბოლოოდ ვინ იტყვის უზრუნველ სიბერეზე უარს ან შვილების მომავალზე ხელი არ ექნებათ გასანძრევი მთელი ცხოვრება


    აი ვის ვის და ლევანდოვსკის ტიტულებით ვერც გავაკვირვებთ და თვითონაც ძალიან კარგად იაზრებს რომ ამ ფორმაციის ბარსელონა ცალსახა ფავორიტი არცერთ ტურნირზე არ იქნება, მაგრამ ყელში ამოუვიდა კაცს ეს ფერმერების ლიგა და ახალი გამოწვევა უნდა. ბაიერნში უკვე იმდენი აქვს ნაშოვნი რო ხელფასიც სულ ერთ ადგილზე ეკიდება დამიჯერე :დდდდდ ეს რო ფულზე დახამებული იყოს ზოგიერთი სამხრეთამერიკელივით აქამდე გავარდებოდა სხვა კლუბში უფრო დიდი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ იცის საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრა და ისეთი დიდებული ისტორიის მქონე კლუბში თამაშის შანსს, როგორიც ბარსაა, ხელიდან არ გაუშვებს

  • M10 S9 D11
    schedule 12 ივნ 2022, 14:28

    ეგრე არ ეპარებიდა ეჭვი მესის დარჩენაშიც მარა კი ვხედავთ სადაცაა მეფე

  • ROUCH
    schedule 12 ივნ 2022, 14:23

    კი კი როგორ არა ამას ბაიერნიდან უნდა წასვლა. ბარსა გამოჩნდა და ბარსაში მინდაო ეხლა სხვებზეც აუბრიქდება. ბარსა თორე ესეც ლიგის და ლა ლიგის ფავორიტი არ იყოს არ არსებობს მოთამაშე ფული რო ვერ აურევს თავგზას. რო იგებდე ამ ბარსათი ტიტულებს კიდე ხო მარა ვერც ტიტული მოიგო ვერც მსუყე მაყუთი იშოვო რომელს აირჩევ საბოლოოდ ვინ იტყვის უზრუნველ სიბერეზე უარს ან შვილების მომავალზე ხელი არ ექნებათ გასანძრევი მთელი ცხოვრება