Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” სამ ბრაზილიელ ტალანტს აკვირდება.
წყაროს ცნობით, “ბარსას” ერთ-ერთი სკაუტი ბრაზილიაშია, რათა, “სანტოსის” ცენტრალური მცველის, კაიკისა და, “ვასკო და გამას” საყრდენი ნახევარმცველის, ანდრეი სანტოსის თამაშს უყუროს. ორივე მათგანი 18 წლისაა. კატალონიელებს კაიკის 20 მილიონ ევროდ შესყიდვა შეუძლიათ. სპორტულ სექტორს სანტოსიც ძალიან მოსწონს.
რაც შეეხება მესამე ფეხბურთელს – ის 21 წლის დანილოა: დაცვითი სტილის ნახევარმცველი, რომელიც “პალმეირასში” ასპარეზობს. იგი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრება. ახალგაზრდა ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა. მას ევროპაში გადაბარგება სურს და რამდენიმე მსურველიც ჰყავს.
ამასთან, ჟურნალისტ პოლ ალონსოს თქმით, “ბარსელონა”, “ლას პალასის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ალბერტო მოლეიროს (ამპლუით შემტევი ნახევარმცველი) გაფორმებასთან ახლოსაა. კანარელი, შესაძლოა, 1 სეზონით მშობლიურ კლუბში იჯარით დარჩეს, 2023 წლის ზაფხულში კი იგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს შემოუერთდება.

კაიკის თამაშები ნანახი მაქვს და ეგ შეიძლება განიხილონ კიდევ მაგრამ პალმეირასის დანილოში რა მოეწონათ ვერ ვხვდები
ორი დღეა საიტზე სიახლე არ დადებულა ზომბი აპოკალიფსია?
არა რა საშველი არაა ამ გუნდის. ვიღაცა 21 წლის ჯერ კიდე ბრაზილიას ვერ გამოცდენილი მოიაზრება ბუსკეცის შემცვლელად და დე იონგი არა. არადა ორელიანას არ ჯობია გონი რომელიც უფასდოდ გაუშვეს კაპიკის აღებაც კი არ ცადეს მასში
შეცენ ამ ბრაზილიელებს სხვა ქვეყანები არაა სადაც კარგი ტალანტები ეყოლებათ აფრიკაში ან აზიაშიც რომ მოძებნონ არ ივარგებს ვითომ
იყიდიან ამ ბრაზილირლებს შეინახავენ კარგად და გამოდგება დუგლას პერეირა ან ფულის ხამი
შემდგარი ფეხბურთელები უფრო გვჭირდება ამ ეტაპზე. ახლგაზრდები ისედაც გვყავს.
ჩავიმ უნდა იმუშაოს თორე სულელებით გაავსებენ გუნდს
ეგ არ ჯობია, სიტის ნახმარი მაზილების თუ ლიდსის ვითომ ტოპ თავდამსხმელის მოყვანას.
ანდრეი სანტოსი უფრო მომწონს ვიდრე ეს 21 წლის დანილო.
იქვე არგენტინისაკენაც გაგეხედათ , არგენტინელი და ზარმაცი მე არ მახსოვს , ბრაზილიელებისგან განსხვავებით ვარჯიშისა და დისწიპლინის პრობლემა ნაკლებად აქვთ და არც ტალანტები არ აკლიათ და არც ხელფასს დახამებულები არ არიან .
კაი ეს ტალანტები გავიგეთ,ლა მასიაშიც ბლომად გვყავს,მაგრამ შემდგარ ფეხბურთელებზე რას გვეტყვით.გამოცდილი იგროკებია საჭირო,თორე ახალგაზრდები იცოცხლე.პედრი,გავი,ნიკო,არაუხო,ფატი,ტორე.გამოცდილში პენსიონერს არ ვგულისხმობ.
ბრაზილიელებს კარგი ტალანტები ჰყავთ, მაგრამ ცოტა ზარმაცები არინ თვითონ