workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორიგი გამარჯვება, მორიგი ფინალი!

მორიგი გამარჯვება, მორიგი ფინალი!

ფან-კლუბ ლიგაზე ფინალისტები გამოვლინდნენ. არაფერი იცვლება – “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის გუნდი “ბლაუგრანა” ისევ ფინალშია და ისევ ჩემპიონობისთვის იბრძვის.

1/2 ფინალში “ბლაუგრანა” “რეალის” ფანკლუბის გუნდს დაუპირისპირდა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და 4-4 ითამაშეს. მეტოქის დონის გათვალისწინებით ისევ ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას ველოდით, მაგრამ საპირისპირო სურათი მივიღეთ. პირველი ტაიმი მოქმედმა ჩემპიონმა “ბლაუგრანამ” 3-0 მოიგო, შემდეგ 4-0 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 5-2 იმარჯვა.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ “ბლაუგრანა” არა მხოლოდ ძლიერი გუნდია, არამედ ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, “ბარსელონას” სტილში.

გოლები ნიკა ბურდულმა (2), ბექა დაბრუნდაშვილმა (2) და ლევან გამხიტაშვილმა გაიტანეს.

ფინალში ტურნირის დებიუტანტს, ლონდონის “ჩელსის” ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდებით. თამაში შაბათს, 11 ივნისს  ბელიაშვილის სტადიონზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 05 ივნ 2022, 20:35

    გილოცავთ ბიჭებო წარმატებები ფინალში

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2022, 18:49

    ისე ბარსელონადან რამე შეთავაზება არ არის? რადარზე არავინ მოხვდა ჩვენი?

  • barcaman
    schedule 05 ივნ 2022, 00:31

    ციტატა: კინწურაშვილი გიორგი
    რომელ საათზე გაიმართება ფინალი?


    სავარაუდოდ 19:00. სამშაბათს დაზუსტდება

  • კინწურაშვილი გიორგი
    schedule 05 ივნ 2022, 00:18

    რომელ საათზე გაიმართება ფინალი?

  • QINQO
    schedule 05 ივნ 2022, 00:03

    წარმატებები 🤘 თქვენ მაინც აწიეთ თასი 😁