ოფიციალურად: ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალი ფორმა წარადგინა

როგორც დაანონსებული იყო, “ბარსელონამ” 2022/23 წლების სეზონის ფორმა გულშემატკივრებს დღეს წარუდგინა.

ახალი ფორმა ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების 30 წლის იუბილეს პატივსაცემად, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ დიზაინშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია 2 ახალი დეტალი – მთავარი სპონსორის ადგილზე Rakuten კომპანია Spotify-მ ჩაანაცვლა, ხოლო მაისურის უკანა მხარეს UNICEF-ის წარწერა UNHCR/ACNUR-ით შეიცვალა.

ახალი ფორმის შეძენა “ბარსელონას” მაღაზიებში უკვე შესაძლებელია. ის, ვინც ახალ ფორმას 30 ივნისამდე შეიძენს, მოხვდება გათამაშებაში. ამ გათამაშების გამარჯვებული კი სიცოცხლის ბოლომდე “ბარსელონას” ყველა ახალ ფორმას უფასოდ მიიღებს.

 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • me da barca
    04 ივნ 2022, 05:28

    ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ის ჯამბაზის შორტები მოიშორეს

  • nika 54
    03 ივნ 2022, 17:21

    ამ საცოდავ ფრენკის უშვებენო და მაისური ისე გულის მოსაოხად ჩააცვეს?

  • SHOTADEPAY9
    03 ივნ 2022, 15:44

    შემდეგს ველი როგორც მგელი 😃😃😃

  • EL MAESTRO 6
    03 ივნ 2022, 15:41

    მე ძაან მომწონს ასეთი ფორმა, საერთოდ შედარებით მუქი როცაა უფრო მომწონს,აბა წინა კლოუნობა იყო

  • ROUCH
    03 ივნ 2022, 13:44

    დიდად არც ჩაცმულზე გადავირიე. უკეთესი შეიძლებოდა რანაირი ლურჯ ბროწეულისფერია. გადამწიფებული საზამთროა ბროწეული კი არა

  • ანდალუზია
    03 ივნ 2022, 13:42

    ჰმ..ცდუნება დიდია,ამასაც ვცდი,იმედია მთელი 1 საუკუნის ახალი ფორმების ფასი არ ადევს☺️
    .P.S. ფრენკს ძალიან უხდება

  • M10 S9 D11
    03 ივნ 2022, 13:42

    აი ეს შავი ზოლები იმენა არ უხდება რა ფორმას

  • BARC4ever
    03 ივნ 2022, 12:59

    სად უნდა შევიძინო ფორმა?

  • La Pulga10
    03 ივნ 2022, 12:31

    ციტატა: CHEPE
    არა რაა საკაიფოა ნამდვილად რაღაც 3D ში რომ უყურებ ფილმს და მეტი 4 5 6 რავიცი კიდე რამდენი D არის🤣🤣🤣
    ქალებს მაგრად უხდებათ ისე ალექსია და მაპი ლეონი

    და კიდე ახალ ფორმაზე ფრენკი თუ არის გადაღებული პრეზენტაციაზე მაშინ გამოდის რომ ტყუილია მისი მანჩესტერში გადასვლა


    კიი აბა.რონალდოსაც გადაუღეს რეალის ახალ ფორმაში,მარა წავიდა მაინც.

  • La Pulga10
    03 ივნ 2022, 11:45

    არაუშავს კაი ფორმაა,ბოლოს ათასჯერ ჯობია

  • BEQA BARCA
    03 ივნ 2022, 11:34

    რავი მე ძაან მომწონსს ❤️💙