“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა მადრიდის “რეალთან” ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატივა წამოაყენა.
“ჩვენ არ ვეგებით მადრიდის პროვოკაციებზე. ახლა “ბარსელონა” მის ისტორიაში საუკეთესო პერიოდში იმყოფება და არავინ იმსახერებს იმას, რომ ეს პერიოდი უეცრად შეწყდეს. მესმის, რომ კლუბის წევრები ნაწილი არ დაგვეთანხმება, მაგრამ უმეტესობა მომხრე იქნება” – სანდრო როსელის სიტყვებს “La Vanguardia” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი სუპერთასის დაპირისპირებაში “ბარსამ” “რეალი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა.
