“ბარსელონას” დანიელი ფეხბურთელი, მარტინ ბრეითუეიტი, რომელიც გუნდთან ერთად ავსტრალიაში ნაკრებში გამოძახების გამო არ გაემგზავრა, საკუთარ მომავალზე კომენტარს აკეთებს.
ჩემი მომავალი? ამაზე არ ვფიქრობ. “ბარსასთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს. ფეხბურთში, არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ, მშვიდად ვარ.
“ბლაუგრანას” დატოვება? არა, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან კლუბთან ხელშეკრულება მაქვს.
– ციტირებს 30 წლის ფეხბურთელის სიტყვებს TV2 SPORT.
2021/22 წლების სეზონში ბრეითუეიტმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ მარტინმა ორივე გოლი ლა ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის პირველ ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ (4-2) გაიტანა და ერთადერთი ასისტიც ამავე მატჩში მიითვალა.




ზოგიერთები ოღონდ არ გააგდო და თანახმაა, მთელი სეზონი სკამზე იჯდეს კი არა ბურთის მომტანადაც დადგეს.
რა მეგონა ამ სეზონში ბომბარდირი გახდება აკლიმატიაცია გავლილი აქვს მეთქი.
ტიპი რა ნაგლია 😁 სათამაშო დრო არ გინდა? მსოფლიოზეც არ წაგიყვანენ. არ ევასები ჩავის გვაშოვნინე 5 მლნ და წადი ბრეტფორდში თანამემამულეებთან
მარტინი სანამ 10 ნომრით არ ითამაშებს და სეზონში 50+ გოლს არ გაიტანს მადამდე არ წავა… პრინციპის ამბავია :D:D:D:D:D:D:D:D
ამას თავი მართლა რონალდო ხომ არ გონია აი ცხოვრებაში ერთი შანსი რო მოგეცემა კაცს ისე გაიჩითა ბარსაში და რამდენს ბლატაობს
წადი რა, მე ეს არასდროს მიყვარდა ლუკისგან განსხვავებით, ტიპს გაუმართლა აი რავიცი,არაამქვეყნიურად რომ სუარეზის წასვლის მერე 9 ნომერი ჩაიცვა ბარსაშიიი
კაი ბიჭო გაჩერდი.თავი შეგვაყვარე და ნუ შეგვაძულებ თუ კაცი ხარ.
ჰა ჰა. მიდი მარტინ აბა რა ბოლომდე მიაწექი სანამ ვადა არ გაგივა არ წახვიდე არ დაგვტოვო. უშენოდ რა გვეშველება
სათამაშო ხროს არ იღებს და რა უნდა ბარსაში? წავიდეს სადმე საშუალო დონის გუნდში სადაც ან სასტარტოში იქნება და ან სათამაშო დროს მიიღებს