დღეს, ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “ბარსელონას” პირველ გუნდში არნაუ ტენასისა და ანტონიო არანდას დებიუტი შედგა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფეხბურთელებმა Sport-თან ისაუბრეს.
არნაუ ტენასი
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრას ამხანაგური ხასიათი ჰქონდა, დებიუტი – ოცნების ახდენაა. ძალიან ბედნიერი ვარ.
ანტონიო არანდა
დებიუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ყოველთვის დღე ვიბრძვით. ოცნების ახდენა შევძელი.
არნაუ ტენასი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო და 2 სეივი განახორციელა, ანტინიო არანდა კი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, ანსუ ფატის გოლისას ასისტი მიითვალა.
“ბარსელონამ” A League Stars-ს 3-2 მოუგო.




მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრას ამხანაგური ხასიათი ჰქონდა, დებიუტი – ოცნების ახდენაა. ძალიან ბედნიერი ვარ.
ამხანაგური ხასიათი კი არა, ამხანაგური თამაში იყო. ამხანაგური ხასიათი ხეტაფესთან 0-0 იყო.
ტენასი არადა, არანდა მართლა კაი იყო
ეს არანდა კარგია კოჭებში ეტყობაა
ტენასმა 2 კარგი ბურთი კი აიღო და ამ არანდამ გოლის მომენტში ძაან მაგრად ითამაშა,3 კაცს გასცდა და მემგონი თვითონვე უნდოდა გატანა მაგრად ანსუ დაგეშილი ეცა ბურთს❤