“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა L’Esportiu-სთან კლუბის ფინანსურ სიტუაციასა და სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს.
დემბელეს სიტუაცია? მათ ჩვენი შეთავაზება და თარიღი აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ მომდევნო სეზონისთვის დიდი ხანია, ვემზადებით და ამ საქმეში გაჭედილები ვართ, რადგან უსმანის აგენტი ჩვენს წინადადებას არ პასუხობს. როგორც ჩანს, მისი გარემოცვა საპირისპირო შეთავაზებას ამზადებს. ახლა პრიორიტეტი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაა.
რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მაშინ გამოვაცხადებთ, როდესაც Fair Play-ს დაცვას შევძლებთ. სერჟის შენარჩუნება მწვრთნელს სურს, მას მიაჩნია, რომ რობერტოს თამაშის სისტემა იდეალურად ესმის, რადგან ის აქ დიდი ხანია, თამაშობს.
გავის სიტუაციის არ გვესმის. ის 17 წლისაა, რომელსაც “ბარსაში” დიდებული აწმყო და მომავალი აქვს. არ გვესმის, მისი წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივებას რატომ აგვიანებენ. ვფიქრობ, კლუბის წინადედება, სახელფასო დონის გათვალისწინებით, მისაღებზე ბევრად მეტია. ჩვენ შეთავაზების პირობებს არ გავზრდით, რადგან არ ვაპირებთ, წინა ხელმძღვანელობის გზა გავაგრძელოთ, რომელმაც “ბარსა” გაანადგურა.
ტრაორეს გამოსყიდვა? მისით ბედნიერები ვართ. ადამამ გუნდს რაღაც განსხვავებული მისცა, მაგრამ კვლავ ფინანსური Fair Play-ს საკითხს დავუბრუნდები. ვნახოთ, რა მოხდება.
ალვესი? არის გადაწყვეტილებები, რომელთაც ტექნიკური მდივანი და მწვრთნელი მიიღებენ. დანის თამაშით კმაყოფილები ვართ.
ნეიმარი? ვის არ მოსწონს ნეიმარი? ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს და კიდევ 4 თუ 5 წელი დარჩა. მოთამაშეებმა, რომლებიც პარიზულ კლუბს შეუერთდნენ, ფულის გამო, ფაქტობრივად საკუთარ მონობას მოაწერეს ხელი.
მესი და ნეიმარი მხოლოდ უფასოდ თუ დაბრუნდებიან.
ლევანდოვსკი? მას “ბაიერნთან” კონტრაქტით კიდევ 1 წელი აკავშირებს. სიტუაცია ასეთია, მეტის თქმა არ შემიძლია.
მბაპეს კონტრაქტი? ეს ბაზარს ამახინჯებს. ეს იმის ეფექტია, რომ კლუბების უკან სახელმწიფოები დგანან, რაც ევროპის კავშირის ყველანაირ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ფრენკი დე იონგი მაღალი დონის ფეხბურთელია და მას მსურველები ჰყავს. ამჟამად ყველაფერი ღიაა. მისი მომავლი ფინანსურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობთ, მან კარიერა “ბარსელონაში” უნდა განაგრძოს.
UEFA-სთან ცივი ურთიერთობა გვაქვს. გვჯერა, რომ შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. სუპერ ლიგაზე დისკუსიის მიზანი სწორედ ამ გამოსავლის მოძებნაა.
შეიძლება, ხელფასების ისე შემცირებამ მოგვიწიოს, როგორც არ გვსურს, თუნდაც რისკების ფონზე.
ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურება? “ბარსას” ინტერესების გათვალისწინებით საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. არცერთი ვარიანტი არაა სრულყოფილი. ჩვენ ისეთ გამოსავალს ვეძებთ, რომელიც უარყოფით კაპიტალს აღმოფხვრის და ფინანსური Fair Play-ს დაცვის საშუალებას მოგვცემს.




გავის რა უნდა? არ ახანგრძლივებს? გაგიჟდება კაცი ამ ლაწირაკებს რამხელა მადა აქვთ. ჩემი ბავშვობა მახსოვს ყველა ბავშვი უბედნიერესი იქნებოდა თბილისის დინამოში თუ ითამაშებდა. ხელფასზე ვინ ფიქრობდა მაშინ. საერთოდ არ გვეგონა რო ისინი ფეხბურთის თამაშში ფულსაც იღებდნენ.
ყველაზე კარგი გამოსავალია შენი წასვლა…წადი.
ავადსახსენებელი შევარდნაძე მახსენდება ეს,რომ ლაპარაკობს.
გაყიდე ის უფლებები და მიიღე 900 ლიმონი.ხო ხედავ ტრაკში ვართ
რამოდენი დღის წინ Barcamania.com საიტზე წავიკითხე სტატია სადაც ეწერა, რომ ლაპრტას მიერ გავრცელებული ინფორმაცია Goldman Sachs (GS) ბანკთან თითქოს და გადაწყვეტილი ურთიერთთანამშრომლობა "Espai Barca" პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით , არ შეეფერება სიმართლეს.
ამ წყაროს თანახმად, GS არ აპირებს "Espai Barca" პროექტისათვის იმ 1,5 მილლიარდი ევროს გამოყოფას, რომელსაც ასამბლეამ მხარი დაუჭირა. სტატიაში წერია, რომ GS ეხმარება ბარსას შესაბამისი პარტნიორის მოძებნაში, უკვე შედგა რამოდენიმე შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის არავითარი ინფორმაცია, რომ ბარასამ რაიმე პროგრესს მიაღწია ამ საკითხში.
ეს ძალზე საგანგაშო ინფორმაციაა რადგან პირველი, რომ GS არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბანკი და იშვიათად ამბობს უარს სარფიან პროექტებზე, და მეორე, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ GS გამოვიდა თამაშიდან, ძალიან ცუდი სიგნალია დანარჩენი ინვესტორებისათვის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ "Espai Barca" პროექტი არ არის წესრიგში.
თუ ეს ასეა, გამოდის რომ კამპ ნოუს და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ასევე სტატიაში აღწერილია მნიშვნელოვანი მიზეზები. რომლების გამოც აღნიშნული ფინანსირების საკითხი, ფაქტიურად არ არის გადაწყვეტილი.
სულ ცოტა ხნის წინ ლაპორტა გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი დაგეგმილის შესაფერისად მიდის და ყველა ვადები დაცული იქნება და GS-თან არავითარი არსებული პრობლემები არ უხსენებია. თუ გავითვალისწინებთ ლაპორტას შესანიშნავ ტალანტს ტყუილების თქმაში და სიტუაციის ფაქტის წინაშე დაყენებაში, გამოდის რომ ყველას ზურგს უკან მწიფდება კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული ტყუილი.
იმის გამო. რომ ქსელში ძალიან ბევრი ფეიკები ვრცელდება, მე არ მინდა, რომ ჭორიკანების და პანიკიორების სიაში ჩავეწერო. ამიტომ ვთხოვ ყველა გულშემატკივარს და ჩვენი საიტის ადმინისტრაციასაც, განავრცეთ ეს ინფორმაცია, თუ ვინმემ მეტი იცით.
ეს ძალიან სერიოზული თემაა და დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს კლუბს
,,მოთამაშეებმა, რომლებიც პარიზულ კლუბს შეუერთდნენ, ფულის გამო, ფაქტობრივად საკუთარ მონობას მოაწერეს ხელი."
‐—-‐ ——
ასეთი სიმართლე არასდროს უთქვამს
tato777,
მართალია ისე ადვილად იძახიან და აზზე არ არიან რო ვალებშია იმ ბართომეუს გამო
"გავის სიტუაციის არ გვესმის. ის 17 წლისაა, რომელსაც "ბარსაში" დიდებული აწმყო და მომავალი აქვს. არ გვესმის, მისი წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივებას რატომ აგვიანებენ. ვფიქრობ, კლუბის წინადედება, სახელფასო დონის გათვალისწინებით, მისაღებზე ბევრად მეტია. ჩვენ შეთავაზების პირობებს არ გავზრდით, რადგან არ ვაპირებთ, წინა ხელმძღვანელობის გზა გავაგრძელოთ, რომელმაც "ბარსა" გაანადგურა. "
იმ უხსენებელმა ფულის ფლანგვით გააფუჭა გუნდი, მარა შენ ზედმეტი ხელმომჭირნეობით არ გააქრო რისი იმედიც გვაქვს ამდენ ხალხს. ცოტა აზრზე მოდი ლაპორტ, თორე უცებ აგახევენ მაზუთა გუნდები მომავალ ვარსკვლავებს.