workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი ბარსელონაში დარჩენაზე მიგვანიშნებს

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში დარჩენაზე მიგვანიშნებს

“ბარსელონას” ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი სეზონის დასასრულს ეხმარება. 

ეს სეზონი იმედგამაცრუებული იყო. დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ, მინდა, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. გულმოდგინედ მუშაობას გავაგრძელებთ და მომავალ სეზონში უკეთესები დავბრუნდებით. ვამაყობ, რომ კულე ვარ. 

– წერს ფრენკი.

SER-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ მისი ერთადერთი სურვილი “ბარსაში” დარჩენაა. წყაროს ცნობით, ზემოთ მოყვანილი პოსტიც ამაზე მეტყველებს. 

მიუხედავად ამისა, სანტი აუნას თქმით, დე იონგის აგენტი თავისი კლიენტის ტრანსფერზე მუშაობს და ბოლო თვეებში ის ბევრ კლუბს შესთავაზა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Tyler Durden
    schedule 24 მაი 2022, 21:39

    ციტატა: Barca1980
    არა კესი და ფრენკი არა , კესი და სოლერი ან ბუსი და სოლერი ! ვალენსიაში უკვე ადასტურებენ , რომ ბარსელონა სოლერს 20 მილიონად ყიდულობს , სავარაუდოდ ფრენკი წავა და ჩვენ ალბათ ორი წლის მერე მოგვიწელს საყრდენის ძებნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით , იქნება ვინმე ვიპოვოთ , აბა სოლერის თამაშის იმედზე უნდა დარჩეს ბარსელონა ბუსის მერე ?

    არც ფრენკი არ არის მაგარი ფეხბურთელი , არც ვან დე ბეკი , არც ზიეჩი , არც დე ლიხტი , არც მაზრაული , ამათგან არცერთმა არ იცის თამაში და იმ წლის აიაქშსი ლიგაზე რომ ბრწყინავდა , ეტყობა ბარსელონას ბალასტი თამაშობდა ?! პრობლემა ამ ფეხბურთელებში კი არ არის , პრობლემა იმ კლუბების სტრუქტურებშია , სადაც ეს ფეხბურთელები გადავიდნენ , რადგან ვერც ერთმა კლუბმა ვერ გაიგო , როგორ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ . რა გუნდი დაშალეს და დღესაც იგივე გრძელდება , იმედია ოდესმე აღდგება ისევ აიაქსი და ავა იმ სიმაღლეზე , სადაც მისი ადგილია , როგორც რომანტიკული ფეხბურთის ერთერთი უკანასკნელი მოჰიკანის , თუმცა პრაგმატულ მსოფლიოში სულ უფრო ძნელდება დარჩე რომანტიკოსად .

    გეთანხმები მეგობარო. 2019 წლის აიაქსი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ვისი თამაშიც მინახავს, ჩვენ ლამაზი ფეხბურთი არუნდა გვიკვირდეს მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მართლაც რომ სანატრელია ეგეთი გუნდები. 2019 ში ბარსა აიაქსს უნდა ეთამაშა ჩლ ფინალი მაგრამ არ გამოვიდა. კიდე ეყოლება ეგეთი თაობა აიაქსს დიდი ალბათობით. ფულმა და ნავთობიანმა ბიძიებმა ყველაფერი წაბილწა და გაანადგურა.

  • Barca1980
    schedule 24 მაი 2022, 21:11

    არა კესი და ფრენკი არა , კესი და სოლერი ან ბუსი და სოლერი ! ვალენსიაში უკვე ადასტურებენ , რომ ბარსელონა სოლერს 20 მილიონად ყიდულობს , სავარაუდოდ ფრენკი წავა და ჩვენ ალბათ ორი წლის მერე მოგვიწელს საყრდენის ძებნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით , იქნება ვინმე ვიპოვოთ , აბა სოლერის თამაშის იმედზე უნდა დარჩეს ბარსელონა ბუსის მერე ?

    არც ფრენკი არ არის მაგარი ფეხბურთელი , არც ვან დე ბეკი , არც ზიეჩი , არც დე ლიხტი , არც მაზრაული , ამათგან არცერთმა არ იცის თამაში და იმ წლის აიაქშსი ლიგაზე რომ ბრწყინავდა , ეტყობა ბარსელონას ბალასტი თამაშობდა ?! პრობლემა ამ ფეხბურთელებში კი არ არის , პრობლემა იმ კლუბების სტრუქტურებშია , სადაც ეს ფეხბურთელები გადავიდნენ , რადგან ვერც ერთმა კლუბმა ვერ გაიგო , როგორ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ . რა გუნდი დაშალეს და დღესაც იგივე გრძელდება , იმედია ოდესმე აღდგება ისევ აიაქსი და ავა იმ სიმაღლეზე , სადაც მისი ადგილია , როგორც რომანტიკული ფეხბურთის ერთერთი უკანასკნელი მოჰიკანის , თუმცა პრაგმატულ მსოფლიოში სულ უფრო ძნელდება დარჩე რომანტიკოსად .

  • nika 54
    schedule 24 მაი 2022, 19:50

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ეს არსად გასაშვები არაა, უკეთესს მაინც ვერ მოვიყვანთ და 3-4-3 ფორმაციაში კესის გვერდით მაგარი იქნება, ჩვენ კი თუ ეს გავუშვით ჩუამენს ვერ დავითრევთ,როდრისაც არავინ დაგვითმობს ასე რომ ჯობია ეს შევინარჩუნოთ

    ჩუამენი პსჟ-ს მიყავს.

  • .Gladiator.
    schedule 24 მაი 2022, 19:29

    ხო ცუდი ფეხბურთელია დე იონგი
    გავუშვათ და სოლერი ან რუბენ ნევეში მოვიყვანოთ
    მერე არაუხოც გავუშვათ და დიახაბი მოვიყვანოთ 😃

  • KING_BARCA
    schedule 24 მაი 2022, 19:10

    ფრენკი არარის მაგარი ფეხბურთელი, როგორიც მოვიდა ისეთი დარჩა, ამ დროში რადიკალურად სხვა ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ინიესტა რატო წავიდა ბარსელონადან? კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებდა და იცოდა, ეს კიდე ახალგაზრდა ბიჭია და რავიცი, ვერაფერი ისეთი ცვლილება დავინახე რო მინდოდეს დარჩენა ამის, მირჩევნია უგრო ჟილკიანი, უფრო თამამი ფეხბურთელი მოიყვანონ, ეს აძალიან ფაქიზოა, არც თავზე იღებს მომენტებს და არვიცი რა, შეილება ვცდები მარა ჩემი შეხედულება ესეთია, წარმატებები ფრენკს….

  • NEYBarca
    schedule 24 მაი 2022, 19:03

    ციტატა: VanillaSoul
    ბევრი იწერება პეესჟე ინტერესდებაო დე იონგითო და იმედია წაიყვანს ესე 100 მილიონში. ჩვენც მაგრად ვიხეირებთ და არაბ შეიხებსაც მაგარს ვაზარალებთ. აბა დე იონგში 100 მილიონს კი არა 10-ს არ გადავიხდიდი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, მას შემდეგ რაც ბარსელონაში გადმოვიდა.

    100 მილიონს რო გადაგიხდიან და უკეთესის მოყვანას დააპირებ, მაგ უკეთესში 150-ს მოგთხოვენ, როცა იციან რო 100 მილიონი ჩაგირიცხეს 🙂 ამიტო აზრი არ აქ ფრენკის გაყიდვას სპორტული თვალსაზრისით.
    პ.ს. ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მაი 2022, 18:46