workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და ლევანდოვსკის შორის ყველაფერი შეთანხმებულია

ბარსელონასა და ლევანდოვსკის შორის ყველაფერი შეთანხმებულია

რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” ტრანსფერში ერთადერთ დაბრკოლებას “ბაიერნი” წარმოადგენს, რომელიც პოლონელს არ უშვებს.

ტონი ჟუანმარტისა და მატეო მორეტოს ცნობების თანახმად, ლევანდოვსკისა და “ბარსას” შორის ყველაფერი შეთანხმებულია – ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში თამაში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. 

რობერტმა იცის, რომ მას მოთმინება მართებს და გერმანული კლუბის მიერ თავისი შემცვლელის პოვნას უნდა დაელოდოს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი საკუთარ აგენტ პინი ზაჰავის “რეკორდემაისტერზე” ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. 

აღნიშნულს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ მას მხოლოდ “ბარსაში” ასპარეზობა სურს; “რეალთან” დაკავშირებით სერიოზული არაფერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 მაი 2022, 19:53

    ვაი რო ბაიერნს სულ ფეხებზე კიდია ჩვენი შეთანხმება, განგებ გვიჯანჯლებენ.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 24 მაი 2022, 19:41

    xavi73,
    ეშინიათ რომ ბარსა აღსდგება ისევ დიადი და ყველას გადაუვლის

  • xavi73
    schedule 24 მაი 2022, 19:08

    რეალში კი გაუშვეს კროსი კაპიკებში თან ახალგაზრდა და ბარსასთან ხოუნდა გამოიწიწკნოს ყველამ თან ამ დაქცეულ ბარსასიც ყველას როგორ შურს/

  • La Pulga10
    schedule 24 მაი 2022, 18:55

    მოდი ლომო.გოლების სუნი მცემს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მაი 2022, 18:43

    ჩვენ კი შევათანხმეთ მაგრამ მთავარია ბაიერნმა არ გაახუროს