გერმანული კლუბის, “ვოლსბურგის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” 30 წლის ნახევარმცველი, ალექსანდრ ჰლები, არენდის წესით წაიყვანა.
“მე მოხარული ვარ ალექსანდ ჰლების ბუნდესლიგაში მოწვევით. მან დიდი გამოცდილება დააგროვა როგორც “ბარსელონაში”, ასევე “არსენალში” თამაშით. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მნიშველოვან როლს შეასრულებს ჩვენი გუნდის წარმატებაში” – აცხადებს “ვოლსბურგის” მთავარი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი კლუბის ოფიცილაურ საიტთან ინტერვიუში.
“მოხარული ვარ ბუდესლიგაში დაბრუნებით. ამიერიდან ჩემი ამოცანა არის გუნდისათვის ბოლომდე დავიხარჯო და წარმატება მოვუტანო მას” – აცხადებს ჰლები.
გასული სეზონი ჰლებმა ასევე არენდის წესით ინგლისში, “ბირმინგემში” გაატარა და 24 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
