workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მზადაა, რაფინიას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

ბარსელონა მზადაა, რაფინიას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” რაფინიას შეძენა კვლავ სურს.

გუშინ “ლიდსმა” პრემიერ ლიგიდან გავარდნა თავიდან აირიდა და ბრაზილიელი შემტევის 25-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა ძალაში აღარაა, მაგრამ, ეს ტრანსფერს ვერ ჩაშლის.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და “ბარსა” მზადაა, ინგლისელებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ რაფინიას ტრანსფერში ოსკარ მინგესა (ან ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელიც ჩავის გეგმებში არ შედის) ჩაერთოს.

“ბლაუგრანას” მიზანია, ბრაზილიელი რაც შეიძლება სწრაფად გაიფორმოს – მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად, მისი მოყვანა კლუბის პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • shu1987
    schedule 24 მაი 2022, 12:53

    იცით რა არის ჩვენი პრობლემა ყველას ექსპერტი გვგონია თავი, ჩავი ითხოვს ამის ტრანსფერს და თუ ასე დებილია რატო ნეტა ?? რახან 40-საც იხდიან ესეიგი ჭირდებათ, დემბელეზე რომ ბევრად ჩამოყალიბებული და ჭკვიანია კიდე ეგ საკამათოც არაა. მოვა და მერე დაიწყებთ სხვანაირად ლაპარაკს აუ რა მაგარია და ა.შ. ენტონიო ისე წერთ თითქოს ვინმე 70-80 მილიონზე ნაკლებად გამოუშვებს პლიუს ტენჰაგს მიყავს მანჩესტერშიო დაიწერა, ხოლო ცნობისთვის ენტონიზე არაფრით ნაკლები არაა.

  • M10 S9 D11
    schedule 24 მაი 2022, 01:28

    აი ამ გაურკვეველ ფეხბურთელებში ამხელა ფულის გასროლა როდის უნდა გადავეჩვიოთ? აი ამას ეხლა ენტონის მოყვანა ბევრად არ ჯობია დავიჯერო?