მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “მანჩესტერ სიტის” წინადადებით არ მოუმართავს”

ბართომეუ: “მანჩესტერ სიტის” წინადადებით არ მოუმართავს”

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ უარყო ინფორმაცია, რომ გასულ ზაფხულს ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე “მანჩესტერ სიტი” “ბლაუგრანას” არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის გადაბირებას შეეცადა.

“ჩვენი პოლიტიკა არ არის გავყიდოთ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ ამ ზაფხულს “მანჩესტერ სიტისაგან” შემოთავაზება არ მიგვიღია.”-ციტირებს ხოსე მარია ბართომეუს სიტყვებს “Sky Sports”.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქალაქელთა” ხელმძღვანელობა კატალონიურ კლუბს, მესის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და ახალგაზრდა ფორვარდ, მარიო ბალოტელის სთავაზობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში