workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბარტრა: ჩავი ბარსელონას ყველაზე კარგად იცნობს

მარკ ბარტრა: ჩავი ბარსელონას ყველაზე კარგად იცნობს

“ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური მცველი, მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად “ბეტისში” ასპარეზობს, კატალონიურ გრანდზე საუბრობს. 

ჩავი გუნდში ძალიან რთულ პერიოდში მივიდა. ის “ბარსას” ყველაზე კარგად იცნობს. კლუბს მოთმინება მართებს და უნდა იცოდეს, რომ საქმე 1 დღეში არ კეთდება. ჩავი ამ ყველაფერზე მუშაობს და მას საუკეთესოს ვუსურვებ.

სუპერ თასი? “ბლაუგრანას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მით უმეტეს, სუპერ თასზე. “ლა მასიაში” 11 წლის ასაკში მოვედი და კლუბი 23 წლისამ დავტოვე – ეს საკმაოდ დიდი დროა. მე “ბარსელონაში” გავიზარდე. 

– განაცხადა ბარტრამ Mundo Deportivo-სთან საუბრისას. 

მარკს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველ გუნდში 103 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 6 გოლი და ამდენივე ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 19 მაი 2022, 22:49

    არ იყო ეს ლენგლეზე უარესი, პროსტა ბეილის ერთმა კარგმა გარღვევამ დაუნგრია ამას კარიერა. იმის მერე ეგეთი არაფერი რო აღარ უჩვენებია იმ გოლფისტს. არადა 8 წელია გასული.

  • shu1987
    schedule 19 მაი 2022, 21:56

    ჩავი რომ იცნობს ეგ ისედაც ვიცით