workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი შეთავაზება სევილიას – 20 მილიონს + დესტი და ლანგლე კუნდეს სანაცვლოდ

პირველი შეთავაზება სევილიას – 20 მილიონს + დესტი და ლანგლე კუნდეს სანაცვლოდ

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, მცველებს შორის “ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნე ჟიულ კუნდეა.

ახლა კი, ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” “სევილიას” პირველი შეთავაზება გაუკეთეს – 20 მილიონ ევროს + სერჟინიო დესტი და კლემან ლანგლე ფრანგის სანაცვლოდ. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა პასუხი გასცეს აღნიშნულ წინადადებაზე ანდალუსიელებმა, თუმცა, ადრე გავრცელებული ცნობებით, “სევილიას” კუნდეს სანაცვლოდ მხოლოდ ფული სურს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ხულენ ლოპეტეგის გუნდი მომავალ ზაფხულში ახალგაზრდა მცველის 60 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს, მაგრამ, სევილიელები დესტის მიმართ ინტერესსაც იჩენენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Bakero
    schedule 19 მაი 2022, 22:11

    თუ დაგვთანხმდნენ ჩვენთვის მშვენიერი ვარიანტია იმის გათვალისწინებით რომ კუნდე ორ სათამაშო პოზიციას ფარავს ! მხოლოდ კუნდე კი არა კულიბალიც გვინდა (ოღონდ როგორ ეგ უკვე აღარ ვიცი) თან კულიბალი ცაციაა ჩვენ კიდევ ამ დროს ქრისტენსენი შევიტენეთ ვითომ გვაკლდა საშუალო დონის სკამის ხალხი 🙁

  • shu1987
    schedule 19 მაი 2022, 21:05

    რა დესტი ?? მერე ბარსასთან აუდგება მაგასაც, ლენგლე უმტიტი და მიმგესა ასევე ზედ დაუმატონ ლუკი მაიმც მაგათია, ან პუჩი და ბრაიტა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 მაი 2022, 20:43

    რავი, ჩვენთის მაგარია მაგრამ დათანხმდება სევილია?

  • El pistolero 9
    schedule 19 მაი 2022, 19:34

    როგორც წესი ამათთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა გვაქვს, პლუს რაკიტიჩი უფასოდ გავატანეთ ჰოდა ახლაც მაგათთვის ეს არაა ურიგო ვარიანტი. ბებერი ხესუს ნავასს და მონტიელს რამენაირად გაუწევს დესტი კონკურენციას. ვისაც გვაძლევენ იმის პოზიციის ფეხბურთელსაც ვუთმობთ და ზემოდან 20 მლნ-ს ვუმატებთ

  • La Pulga10
    schedule 19 მაი 2022, 18:04

    დათანხმდნენ.ამას მარჯვნივაც შეუძლია თამაში.

  • Ronaldinho..
    schedule 19 მაი 2022, 17:52

    უკარგესი ვარიანტია:)

  • Dimitri359
    schedule 19 მაი 2022, 17:49

    ლენგლე სევილიაში ისევ ათამაშდება… დესტს კიდევ აქვს პოტენციალი… პლუს 20 მილიონი ცოტა არაა. ლოგიკურად უნდა დათანხმდნენ.

  • NEYBarca
    schedule 19 მაი 2022, 17:45

    კუნდე თუ დაითრია გუნდმა, მგონია რო ჩავი 3-4-3 სქემაზე გადააწყობს და კუნდე-არაუხო-კულიბალი ეს ტრიო ეყოლება იქნება ძირითადი😂 პიკე გარსია კრისტენსენი სკამზე 😂 მგონი ნელ-ნელა იკვეთება შემდეგი სეზონის გუნდის კონტურები 😮😄

  • rivaldo80
    schedule 19 მაი 2022, 16:49

    მეტი არც ღირს კუნდე არ უნდათ და კარგად დაამწნილონ

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 მაი 2022, 16:32

    ამაზე თუ დაგვთანხმდნენ და იდიოტები ყოფილან, შანსი არაა ასეთ სიდებილეს და გააკეთებს სევილია

  • Moriba
    schedule 19 მაი 2022, 16:10

    📣 გავრცელდა ვალენსიას ყოფილი პრეზიდენტის აუდიო მასალები, რომლის თანახმადაც ბართომეუ 63 მილიონის გადახდას აპირებდა როდრიგოს ტრანსფერში.ამის ოჯახში ირბინა ტიტველმა უმტიტიმ

  • basa7
    schedule 19 მაი 2022, 16:02

    ციტატა: M10 S9 D11
    დესტს რატო შეუკიკინეს ბებერი ასპილიკუეტას და ალვეშის იმედზე რატო გვტოვებენ


    არ გვტოვებენ, თუ კუნდე დაითრიეს შეიძლება კრაიზე ათამაშოს ხავიმ. მარჯვენა მცველადაც მაგრა თამაშობს

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2022, 15:57

    დესტს რატო შეუკიკინეს ბებერი ასპილიკუეტას და ალვეშის იმედზე რატო გვტოვებენ

  • Clever liar
    schedule 19 მაი 2022, 15:57

    თუ შეტენვააა უმტიტი და გარსიაც შეატენეთ ბარემ 😀

  • nika 54
    schedule 19 მაი 2022, 15:44

    ჭკვიანურია, კარგ ფეხბურთელსაც ვიმატებთ 20 მილიონად და ზედმეტი ტვირთისგანაც ვთავისუფლდებით.

  • .Gladiator.
    schedule 19 მაი 2022, 15:28

    არ დათანხმდებიან გაცვლას თორე იდეალური ვარიანტი იქნება ჩვენთვის