Sport-ის ინფორმაციით, 15 წლის ბრაზილიელი ტალანტის, ენდრიკის თაობაზე “ბარსელონა” რამდენიმე დღეში “პალმეირასთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ენდრიკი “კამპ ნოუზე” გადმობარგებას 2024 წელს (მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება) შეძლებს, მანამდე კი მშობლიურ კლუბში დარჩება.
“ბარსას” მიზანი შეთანხმების მალევე მიღწევაა. კატალონიელები აპირებენ, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება განიხილონ და ასევე ბონუსები, რომელიც ფეხბურთელის პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
ჯერ რას გაიგებ, მაგრამ ის რო იაფი დაჯდება ფაქტია. ან გაამართლებს ან არა სამაგიეროდ დემბელე, კოუტინიო, გრიზმანის მსგავს ტრანსფერებზე დახარჯულ მილიონებს ნამდვილად აგვაცილებს.
ჯერჯერობით განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამ ფეხბურთელში. გამოჩნდება 3-5 წელიწადში როგორ განვითარდა.