იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონასთან” დაკავშირებულ სატრანსფერო სიახლეებს ავრცელებს.
ფრენკი დე იონგი – “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის დამატება სურს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან “ბარსელონა” 80-85 მილიონ ევროს ითხოვს, თავად დე იონგს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, “იუნაიტედი” კი მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
ჩავი ერნანდესი ნიდერლანდელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება “ბარსას” ეკონომიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
რობერტ ლევანდოვსკი – ლევანდოვსკის “ბარსელონაში” თამაში სურს და მომდევნო დღეებში “ბაიერნის” ხელმძღვანელობაზე ზეწოლას მოახდენს, რათა წასვლის საშუალება მისცენ. კატალონიელთათვის პოლონელის ტრანსფერი პრიორიტეტულია და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.
რაფინია – 25 წლის ბრაზილიელს “ბარსაში” თამაში სურს და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებულია, თუმცა “ბლაუგრანასა” და “ლიდსს” შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ინგლისელები პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან და გავარდნის შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო გახდება.
ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი – შეგვიძლია, ორივე მათგანი “ბარსას” მოთამაშეებად ჩავთვალოთ. დანიელის ტრანსფერი ტომას ტუხელმაც დაადასტურა: “ჩვენ მას ვკარგავთ,” – განაცხადა “ჩელსის” თავკაცმა.
ერლინგ ჰოლანდი – “ბარსელონა” ჰოლანდის დამატებას ცდილობდა, მის დარწმუნებას ჩავი ერნანდესიც შეეცადა, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბისთვის ნორვეგიელის ტრანსფერი წარმოუდგენელი იყო. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ კატალონიელებისთვის ჰოლანდის ცხოვრების სტილი მიუღებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.




დიბო მინდა ბარსაში და რატომ? ვიგნერად შეუძლია, ფორვარდი არაა მარა კევანას მოსვლის შემთხვევაში გოლები თუ არა ასისტები მაინც ექნება ! ლევანას მოყვანა კაია მარა კაი მეპასე თუ არ გეყოლა 1წელში გაშვება მოგვინდება!
ძალიან ცუდი ცხოვრების სტილი აქვს
რადგან ვიღაც უფასოა არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად უნდა დაიმატოს გუნდმა , ზედმეტი ხალხი იქით გასაშვები გვყავს და კიდე არ გვინდა , ხანდახან ვინმეს დამატებას ვინც არ გჭირდება , საერთოდ არავის დამატება ჯობს )) არც პოგბა არც დიბალა არც რუდიგერი არ მინდოდა ბარსაში მე პირადად და მაგათი ხელფასების ხდას იმის გამო რომ არიქა უფასოები არიანო შეცდომად მივიჩნევ
დიბალას რო გაიძახით ფეხბურთს არ უყურებთ??? არაფერში არ გამოგვადგება დიბალა მარტივად რომ ვთქვა ძალიან… არაფრის მომტანი ფეხბურთელი კიდე გინდში ბევრია ისედაც.
თუ ფრენკის უშვებენ პოგბაზე დაჩალიჩდნენ, კულიბალია მოსაყვანი, ლევანდოვსკიც კაი იქნება, კესი-კრისტე კაი ტრანსფერებია, მარცხენა და მარჯვენა მცველებია საჭირო, ასევე შემტევი ფლანგები, რომ ლევა მოამარაგონ
დიბალა არც ფლანგელია და არც ცენტრ ფორვარდი
მეორე ფორვარდია და ეგ პოზიცია არ გვაქ საერთოდ
გრიზმანმაც მაგიტო ვერ ითამაშა
მარტო მოყვანა არა, გასაშვებების გაშვება უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია მე! იმდენი ბალასტი გვყავს გუნდში: ლენგლე, უმტიტი, მინგესა, პუჩი, დესტი, ბრაიტვეიტი, ტრაორე, ლუკ დე იონგს ლევანას მოყვანის შემთხვევაში გავუშვებდი, ერიკ გარსია და ტორესიც არ მომდიან თვალში(ფაქტია ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე), ფრენკ დეიონგს რაც შეეხება, მაინც დავტოვებდი…
დიბალა სავარაუდოდ ინტერში მიდისო, მოლაპარაკებები აქვთ. ჩვენებს არასდროს მოსწონდათ დიბალა, მესის აქ ყოფნის დროსაც კი არვიცი რატომ.
პოგბა ჩათვალე რეალშია,დიბალა კიდე ბავარიაში ან არსენალში,უფრო ბავარიაში მაინც,რომანიოლის რაც შეეხება კულიბალი ჯობია ათასჯერ რო მაგას,მაგრამ თუ არჩევანია კუნდესა და კულიბალს შორის ჯობია კუნდე მოიყვანონ რადგან ახალგაზრდაა თორე კულიბალის დონესთან ახლოც არ არი,ჩავიმ რა მზეობა თქვა გუშინ? არ ვიხოდით სხვები როგორ თამაშობდნენო? ისე ნუ იზავს მომავალ წელს გააგდო ,რა მობოდა ტიპმა,აუ ლევანას დათრევა ასწორებს,ეგ მინიმუმ 25 გოლს შეაგდებს ლა ლიგაში,სიკლასნის განსახიერებაა ლევანიკო,მაგრად წაგვადგება ბრავო ლაპორტას ძლივს რაღაც ხეირიანი მოარტყა
პოგბა დიდი ალბათობით იუვეში დაბრუნდება,ფაბრიციომაც დაწერა მაგაზე რაღაცეები.კუნდეს ამ სიტუაციაში კულიბალი მირჩევნია,ძალიან მაღალი დონის მცველია,ძლიერიცაა და პოზიციებსაც კარგად არჩევს,არაუხოსთან ერთაფ გაუვალი კედელი გვეყოლება.კუნდემ,რაც გააკეთა მაგის მერე მოიყვანო,რავიცი,რავიცი,თანაც გამოცდილი კაცია საჭირო.
ანუ, უმთითი, ლენგლე,მინგესა,პუჩი,ლუკი, ფრენკი,ბრაითა,ადამა,რობერტო… ეს ხალხი წავა დიდი ალბათობით;
კრისტენსენი, კესი, ლევანდოვსკი,რაფინია… ესენი მოვლენ;
პიკესთვის და დანისთვის სავარაუდოდ ბოლო სეზონი იქნება, ალბა და ბუსი შეემზადებიან სკამისათვის
ეგაა ის 5 კაცი ზედმეტი გაათავისუფლებს გუნდს; მაგრამ ასევე სამუშაო იქნება დესტის და მისნაირების გამოცვლაზე;
ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ
totti10,
პოგბა ჩათვალე რეალშია,დიბალა კიდე ბავარიაში ან არსენალში,უფრო ბავარიაში მაინც,რომანიოლის რაც შეეხება კულიბალი ჯობია ათასჯერ რო მაგას,მაგრამ თუ არჩევანია კუნდესა და კულიბალს შორის ჯობია კუნდე მოიყვანონ რადგან ახალგაზრდაა თორე კულიბალის დონესთან ახლოც არ არი,ჩავიმ რა მზეობა თქვა გუშინ? არ ვიხოდით სხვები როგორ თამაშობდნენო? ისე ნუ იზავს მომავალ წელს გააგდო ,რა მობოდა ტიპმა,აუ ლევანას დათრევა ასწორებს,ეგ მინიმუმ 25 გოლს შეაგდებს ლა ლიგაში,სიკლასნის განსახიერებაა ლევანიკო,მაგრად წაგვადგება ბრავო ლაპორტას ძლივს რაღაც ხეირიანი მოარტყა
დიბალაზე რატო არ ჩალიჩობენ მითუმეტეს ამ უფულობის ჟამს თან ყველა ვარიანტში გვინდა ვინგერი და ცენტფროვარდობაც შეუძლია ვაბშე არ დაწერილა და დავიჯერო არ უფიქრიათ მაგის დამატებაზე? თან მომდევნო სეზონიც გარდამავალია და მაქსიმუმ ლიგის ჯგუფიდან გავიდეთ აი ლალიგა კი უნდა მოვიგოთ