მიუნხენის “ბაიერნს” “ბარსელონას” სამიზნის, რობერტ ლევანდოვსკის შენარჩუნება კვლავ სურს, მაგრამ გერმანელებმა პოლონელის შენარჩუნებასთან დაკავშირებით არსებული პოზიცია შეარბილეს. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.
კლუბის ხელმძღვანელებმა და ლევანდოვსკის თანაგუნდელებმა შეამჩნიეს, თუ რამდენად იმედგაცრუებულია პოლონელი იმით, რომ მას გუნდის გამოცვლის საშუალებას არ აძლევენ. კლუბში სერიოზულად დაფიქრდნენ, რამდენად ღირს ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელის შენარჩუნება.
ცნობილია, რომ ლევანდოვსკის “ბაიერნის” დატოვება სურს. მისით “ბარსელონა” აქტიურადაა დაინტერესებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები უკვე შეთანხმებულებიც არიან. აქამდე პრობლემას “ბაიერნი” ქმნიდა, რომელიც პოლონელი ვარსკვლავის გუნდიდან გაშვებას არ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება.




და რაზე შეატყეთ რო "ბაიერნი დაფიქრდა"? არა მგონია მაგათ ეგ გამოუშვან მითუმეტეს 20-30-ათ როგორც ჩვენ გვინდა.
კაცს 40-45 გოლი გააქვს სეზონზე და ასე მუქთად ნამდვილად არ მოგვცემენ.
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ დემბელე რჩება რომ უკვე მაგის პადაჩებზე ვფიქრობთ
ამ ეტაპზე ლევანდოვსკი მისწრებააა ჩვენთვის, აბა სხვა არ იჩითება, ეს 2 წელი კიდევ გააჯაზებს დემბო-პედრი-ბუსის და ალბას პასები 99% ლევანას გოლით დასრულდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება!
და ამ 2 წელიწადში კი ლაპო ვიღაცას გააძრობს
100% ! მართალი ხარ
ესეც თუ ბარსას გარდა სხვაგან გადავიდა მალადეც ლაპორტას
ზუსტად 😀
ლევანდოვსკის პოტენციალში ეჭვის შეტანა, თუნდაც ის იყოს 34 წლის, არის არასწორი, მისი გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი მტრის საჯარიმოში და დემბელეს ფლანგური ჩაწოდებები იქნება მომაკვდინებელი მოწინააღმდეგისთვის, იმასთან ერთად, რომ მარცხენა ფლანგს შეავსებს ფატი
არა მგონია ბარსას ლევანდოვსკი როგორ არ უნდა უნდოდეს 😂🙈🙈😂😂 რეალის დედის მგლეჯია ბიჭო ხო არ ჩამოკარი საათს თორმეტზე ?
ოჰ გაიგეს ბარსას 80 მილიონი ექნებაო და დაფიქრდნენ